Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“განსაკუთრებით ლაშქრობამ მოგვხიბლა, ყოველ ნაბიჯზე წარმოუდგენელმა ხედებმა”- The Times საქართველოზე წერს

The Times საქართველოზე წერს. ავტორმა, პიტერ ჰოვართმა, ორკვირიანი მოგზაურობა თბილისიდან დაიწყო, გორში სტალინის დედაქალაქისა და მუზეუმის დათვალიერების შემდეგ კი კახეთს ესტუმრა: “8000 წლოვანი კულტურის გაცნობისა და ქვევრების დათვალიერების შემდეგ დეგუსტაციაზე ძალიან არომატული, ქარვისფერი ღვინოები გავსინჯეთ წინანდლის მუზეუმში” - წერს ავტორი.

მოგზაურობისას ქუთაისიც მოინახულა: “თბილისიდან რამდენიმე საათში ქუთაისში აღმოვჩნდით, სადაც ძალიან შთამბეჭდავი, მეთერთმეტე საუკუნის ბაგრატის ტაძარი ვნახეთ, დავათვალიერეთ ბიზანტიური სტილით მოხატული გელათის მონასტერიც და მთლიანობაში ძალიან კარგი თავგადასავალიც გამოგვივიდა”. - ვკითხულობთ სტატიაში

ქუთაისის შემდეგ Times-ის ავტორი სვანეთის სანახავად გაემგზავრა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ავტორი ძალიან მოიხიბლა სვანური კოშკებით, დიდი, შთამბეჭდავი მთებით, განსაკუთრებით კი მთაში ლაშრქობით, სადაც საოჯახო სასტუმროებში ათევდა ღამეს: “აქაურობა საერთოდ არ ჰგავდა ინდუსტრიულ დასახლებას, თუმცა ჩვენ ეს სულაც არ გვჭირდებოდა. განსაკუთრებით ლაშქრობამ მოგვხიბლა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ულამაზესმა, წარმოუდგენელმა ხედებმა. დიდი მადლობა იმ ოჯახებს და საოჯახო სასტუმროებს, სადაც ლაშრქობის განმავლობაში ღამეს ვათევდით.”

სტატიაში ვკითხულობთ ქართულ კერძებსა და სამზარეულოზეც, რომელიც ავტორისთვის უფრო მეტად აზიური აღმოჩნდა, ვიდრე დასავლური: “ხაჭაპური”, “კუბდარი”, ძალიან გემრიელი შემწვარი ხორცი კარტოფილთან ერთად.. ქართული სამზარეულო უფრო მეტად აზიურს ჰგავს, ვიდრე ევროპულს. მთლიანობაში მთელი მოგზაურობა შესანიშნავი გამოვიდა.” - აღნიშნავს ჰოვართი. სტატიას სრულად The Times-ის გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ. 
© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.