Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოლიგარქებმა ელიტურ ღვინოებზე ფასები გაბერეს

"აზიური ვეფხვი" ბრჭყალებს აჩენს და ღვინის საერთაშორისო ბაზარს იპყრობს. ახალგამომცხვარი ჰონგკონგელი ოლიგარქები მზად არიან კოლოსალური თანხები გადაიხადონ ელიტურ ევროპულ ღვინოებში. უზრუნველყოფილი ჩინელები, მათი ღარიბი თანამემამულეებისაგან განსხვავებით, თავს ფრანგული ღვინოებით ფუფუნების უფლებას აძლევენ, რაც ბანკეტებსა და საქმიან ვახშამზე მათი მაღალი სტატუსის სიმბოლო ხდება. ჩინელი მომხმარებლის ფინანსური სიძლიერის დემონსტრირება გასულ თვეს Mandarin Oriental Hotel-ში ჩატარებულ ჰონგკონგის აუქციონზეც მოხდა. ყველა რეკორდი მოხსნა 1869 წლის ჩამოსხმა ღვინო Chateau Lafite-მ, რომლის სამი ბოთლიც (თითოეული 143 ათას გირვანქა სტერლინგად) გაიყიდა. ამ ფასმა 1985 წლის რეკორდულ თანხას გადააჭარბა, როდესაც ბოთლი ღვინო 105 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა და დაჩრდილა 1982 წელს გაყიდული 6 ლიტრიანი Petrus-ის რეკორდი, რომელიც ჰონგკონგელმა კოლექციონერმა 45 ათას გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ამგვარი რეკორდული გაყიდვები ელიტურ ღვინოთა სფეროში ჰონგკონგელთა მზარდ მადაზე მიუთითებს. ეს ინტერესი კიდევ უფრო იზრდება სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო შეღავათების არსებობის წყალობით. ამ სექტორის წახალისების მიზნით გასულ წელს, ფინანსური კრიზისის პერიოდში, გაუქმდა 40%-იანი გადასახადი. 

შედეგები შთამბეჭდავი გამოდგა - ჰონკონგელმა ბიზნესმენებმა ღვინოში ინვესტიციის ჩადება დაიწყეს, კრიზისის დროს ხომ საფონდო ბირჟაზე და უძრავ ქონებაში ფულის დაბანდება სარისკოა. წელს აუქციონის სახლმა Sotheby's  ჰონგკონგში ღვინის გაყიდვით 32,3 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავა, ეს 2009 წლის მაჩვენებელს ოთხჯერ აღემატება. ღვინის ისეთი დიდი მაგნატი, როგორიცაა კომპანია Berry Bros. and Rudd, აცხადებს, რომ დღეს ჩინურ სექტორს მათი გაყიდვების 65% უჭირავს. კომპანიის ჰონგკონგის ფილიალის დირექტორის ნიკ პეგნას თქმით, ეს საუკეთესო მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორ იზრდება მოთხოვნა ჩინელი მომხმარებლის მხრიდან. "ჩვენთან მოდიან ადამიანები ცარიელი ჩეკით და გვეუბნებიან, დაასახელეთ თანხა, რომელიც გინდათ, რომ გამოვწეროო" - ამბობს ნიკ პეგნა. ჩინელი მომხმარებლის ინტერესი ელიტურ ღვინოებზე იმდენად გაიზარდა, რომ ამას ყურადღების გარეშე ვერ დატოვებდნენ თაღლითები. ისინი ინტერნეტის საშუალებით ფალსიფიცირებულ ელიტურ Bordeaux 2009-ს სთავაზობენ მომხმარებელს.

პეგნა თავად თანამშრომლობდა გასულ წელს ჰონგკონგის პოლიციასთან და ფალსიფიცირებული ღვინის დეგუსტაციისას განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც მოთხოვნამ ელიტურ ღვინოზე გადააჭარბა მიწოდებას, გაჩნდნენ თაღლითები, რომლებმაც მოახერხეს Bordeaux-ს (განსაკუთრებით 1982 წლის მოსავლის) გაყალბება. ასეთ ღვინოთა უმრავლესობა კერძო ბანკეტებზე ხვდება, სადაც ფალსიფიკაცია შეუმჩნეველი რჩება, ან სტუმრები თავს უფლებას არ აძლევენ ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადონ, ვინაიდან ჩინურ კულტურაში ეს დაუშვებელია.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.