Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მუსიკა ატკბობს ალკოჰოლურ სასმელს

მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხმამაღალი მუსიკის წყალობით ადამიანებს ალკოჰოლური სასმელი უფრო ტკბილი ეჩვენებათ და უჭირთ  მიღებული სასმელის რაოდენობის განსაზღვრა.

გემოვნურ თვისებებზე მუსიკის გავლენის შესახებ პირველი კვლევა ინგლისელ მეცნიერს, პორტსმუტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგს დოქტორ ლორენცო სტეფორდს ეკუთვნის. იგი აღნიშნავს, რომ მართალია, მისი აღმოჩენა არ არის ფართომასშტაბიანი, მაგრამ გააჩნია დიდი მნიშვნელობა იმათთვის, ვისაც ალკოჰოლის მიღება ხმაურიან ადგილებში უყვარს. ამ კვლევის შედეგები საყურადღებოა აგრეთვე ბარების მეპატრონეთათვის, ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წარმომადგენელთა და თვით მთავრობისთვისაც კი. ბრიტანელი ფსიქოლოგის ექსპერიმენტში მონაწილეობა ორივე სქესის 80-მა წარმომადგენელმა მიიღო (69 ქალი და 11 მამაკაცი 18-დან 28 წლამდე, რომლებიც რეგულარულად ღებულობდნენ ალკოჰოლურ სასმელებს.). მონაწილეებს სასმელები უნდა შეეფასებინათ ალკოჰოლის, ტკბილი და მწარე გემოების შემცველობის მიხედვით. ამავდროულად მათზე ხდებოდა ოთხი სხვადასხვა სახის ზემოქმედება, რომელთა შორის იყო ხმამაღალი საკლუბო მუსიკა ახალი ამბების კითხვის თანხლებით. ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ პიროვნებები, რომლებიც ხმამაღალ მუსიკას უსმენდნენ, სასმელი უფრო ტკბილი ეჩვენებოდათ. ზოგიერთ მათგანზე კი ამ ფაქტორებს გავლენა არ მოუხდენია. როგორც ცნობილი გახდა, მუსიკამ ყველაზე დიდი გავლენა იქონია სპირტიანი სასმელის გემოს აღქმაზე. “მართალია, ხალხს ჰგონია, რომ კლუბში ნებისმიერ შემთხვევაში დალევენ უფრო მეტს, ვიდრე ჩვეულებრივ, თუმცა საჭიროა მათ გააცნობიერონ, რომ ბარის ხმაურიანმა გარემომ შესაძლოა ყურადღება მოუდუნოს და სწორედ ამიტომ მიიღოს ზედმეტი დოზა.” – აღნიშნა ფსიქოლოგმა.

© ღვინის კლუბი/Weekend



ხმამაღალ მუსიკაში და ცეკვა–თამაშში ნაკლებად ვთვრები :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.