ახალი ამბავი არაა, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო ღვინის ინდუსტრიაში ცვლილებებია, ეს კლიმატის ფაქტორსაც მოიცავს, ინფლაციასაც და ეკონომიკურ მდგომარეობასაც. როგორც “როიტერი” იწერება, წელს 2021-თან შედარებით ღვინის წარმოების შემცირებაა დაფიქსირებული. თუმცა, როგორც ღვინის სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, გვალვით დაზიანებულ ევროპაში მოსალოდნელზე უკეთესი მოსავალი სამხრეთ ნახევარსფეროში წარმოების შემცირებას გარკვეულწილად აბალანსებს.
ამ წლის თავდაპირველ პროგნოზებში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) დაადგინა, რომ მსოფლიო წარმოება წელს 257,5 მლნ-დან 262.3 მლნ ჰექტოლიტრი იყო, საშუალოდ 259,9მლნ ჰექტოლიტრი (ერთი ჰექტოლიტრი 133 სტანდარტული ღვინის ბოთლის ექვივალენტია). ეს დაახლოებით 1%-ით დაბალია, ვიდრე 2021 წლის საშუალო მოცულობა, 262 მლნ. ჰექტოლიტრი და იმაზე ნკლებია, ვიდრე გასული 20 წლის საშუალო მაჩვენებელი, ნათქვამია OIV-ის ანგარიშში.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, კლიმატის ცვლილება ნამდვილად აისახა ღვინის ინდუსტრიაზე: “საერთო ჯამში, 2022 წელს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში დაფიქსიებულმა მშრალმა და ცხელმა ამინდებმა გამოიწვია ადრეული, არც თუ ისე სახარბიელო მოცულობის მოსავალი, თუმცა, ამის მიუხედავად, საკმაოდ კარგი ხარისხია მოსალოდნელი” - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
ზაფხულის ბოლოს წვიმამ ხელი შეუწყო გვალვის გავლენის შემცირებას იტალიასა და საფრანგეთში, მსოფლიოს ორ უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში, თუმცა სიცხემ მოსავალი დააზიანა ესპანეთში. როგორც Reuter-ში ვკითხულობთ, ევროკავშირიდან 157 მლნ. ჰექტოლიტრის წარმოებას პროგნოზირებდნენ, გასულ წელთან შედარებით 2%-იან ზრდას, OIV კი საფრანგეთში მკვეთრ ზრდას ელოდა 2021 წლის ცუდი მოსავლის შემდეგ, კლებას ესპანეთში და სტაბილურ მაჩვენებელს იტალიაში, რაც, გარკვეულწილად გამართლდა კიდეც.
შეერთებული შტატებისთვის, მსოფლიოს მეოთხე უმსხვილესი ღვინის მწარმოებლისთვის, 2022 წლის წარმოებული ღვინის რაოდენობა 4%-ით ნაკლებია შარშანდელთან შედარებით და 6%-ით შემცირებული ბოლო 5 წლის საშუალო მაჩვენებელზე, რაც ყინვის, ასევე ზაფხულის გვალვისა და წყლის დეფიციტის გამოა.
სამხრეთ ნახევარსფეროს წარმოება კი 7%-ით დაეცა 2021 წელის რეკორდულ რაოდენობასთან შედარებით, თუმცა ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელთან შესაბამისობაშია. OIV აღნიშნავს, რომ მათ 2022 წლის ჩინეთისა და რუსეთის მონაცემები არ აქვთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ჩინეთის წარმოების სტრუქტურული შემცირება წელსაც გაგრძელდებოდა. სტატიას Reuters-ის ვებ. გვერდზე გაეცნობით.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი