Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის წარმატება დიდ ბრიტანეთში

ლონდონში ღვინის ინდუსტრიისა და მედიის  წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Swirl Wine Group-ის ორგანიზებით მოეწყო და მასზე  კლასიკური და  ტრადიციული ქართული მეთოდებით დამზადებული სხვადასხვა დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი.

დეგუსტაციას უძღვებოდა Swirl Wine Group-ის ხელმძღვანელი, ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott). მისი შეფასებით, ქართული ღვინისთვის მიმდინარე წელი დიდ ბრიტანეთში წარმატებული იყო.

„ქართულ ღვინოს მიმდინარე წელს დიდ ბრიტანეთში ფანტასტიკური შედეგები ჰქონდა. ბრიტანელმა იმპორტიორებმა და ღვინით მოვაჭრეებმა აღმოაჩინეს ახალი ქართული ღვინოები, გაფორმდა ახალი კონტრაქტები და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა. აღნიშნულ დეგუსტაციაზე ფართოდ იყო წარმოდგენილი  ქართული ღვინის მრავალფეროვნება წითელი, თეთრი და ქარვისფერი ღვინოების სახით. ქართული ღვინო ბრიტანეთისთვის ახალია, თუმცა ჩვენ მზარდ ინტერესს ვხედავთ მეღვინეების მხრიდან“ - აღნიშნა სარა ებოტმა.

Swirl Wine Group-ის მხარდაჭერითა და ადგილობრივი იმპორტიორების ორგანიზებით, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ლონდონში „ქვევრის ღვინის ფესტივალი გაიმართება“, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ჩოლობარგიას შეფასებით, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორია. 

„ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ღვინის ინდუსტრიის შეთანხმებით, 2014 წლიდან დიდი ბრიტანეთი გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტისათვის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი, სტრატეგიული ბაზარი. სააგენტოს მარკეტინგული სტრატეგიის თანახმად, ქართული კომპანიები  დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა გამოფენებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობენ, ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში ინგლისელი ღვინის პროფესიონალებისთვის. აღნიშნული აქტივობების მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება ლონდონში, ქალაქში, რომელიც ევროპაში ითვლება ტენდენციის განმსაზღვრელად ღვინის ინდუსტრიაში“ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 68 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 22%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.