Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოში ღვინის მოხმარება უმნიშვნელოდ გაიზარდა

Vinexpo-ს გენერალურმა დირექტორმა, რობერ ბეინამ განაცხადა, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მსოფლიოში კიდევ უფრო მეტი ღვინო იყიდება. მსოფლიო ღვინის ბაზრის მოგება დაახლოებით 1%-ით გაიზარდა. ეს მატება ძირითადად ორ რეგიონში – ჩინეთსა და ჩრდილოეთ ევროპაში შეიმჩნეოდა. აღსანიშნავია ერთი ტენდენციაც - დღეს ხალხი შინ უფრო მეტ ღვინოს სვამს, ვიდრე გარეთ, ბარ-რესტორნებში. ამის გამო რესტორნის მფლობელები იძულებულნი არიან, ფასნამატს გადახედონ. იაპონიაშიც კი, სადაც “ონტრეიდი” (ანუ ადგილი, სადაც ადამიანი პროდუქტს ყიდულობს და იქვე მოიხმარს კიდეც – რესტორნები, კაფეები, ბარები...) დღითიდღე იაფდება, “ოფფტრეიდი” (ანუ ადგილი, სადაც შესაძლებელია პროდუქტის მხოლოდ ყიდვა, მოხმარება კი ხდება სხვაგან: მაღაზიები, სუპერმარკეტები, ჯიხურები...) კი ძვირდება, სპეციალისტებმა შენიშნეს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, “ონტრეიდის” ბრუნვამ უფრო იმატა. “ევროპაში თითქმის ყველა რესტორანს საკმაოდ მაღალი ფასნამატი აქვს. ისინი ვალდებულნი არიან, ტარიფს დაუკლონ, მომხმარებლისათვის ღვინის შეთავაზების ახალი ფორმა შეარჩიონ და სტუმრებს უფრო მეტად გათვითცნობიერებული სომელიეები მოემსახურონ,” – განაცხადა რობერ ბეინამ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული