Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მონასტრის ღვინოები

ღვინის ისტორიაზე საუბრისას ხშირად მონასტრებს  ღვინის შენარჩუნებისა და წარმოებისთვის  მნიშვნელოვან კულტურად მოიხსენიებენ. სტატიაში ბრიტანელი მწერალი  მონასტრების გამორჩეულ  როლზე საუბრობს და იქ დაყენებულ საუკეთესო ღვინოებს განიხილავს.  სხვა  ლავრებთან ერთად ხაზს ქართულ მონასტრებსაც უსვამს. 

ბერები ძალიან დიდი ხნის წინაც აყენებდნენ ღვინოს, რომელიც წირვის ჩასატარებლად უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იქ ღვინის წარმოება დროთა განმავლობაში შემცირდა, რამდენიმე მონასტერი კვლავ აგრძელებს ამ უძველეს ტრადიციას. მათ შორისაა ალავერდის მონასტრის ქვევრის ღვინო, რომელიც მაღალი ტანინებით ხასიათდება. ავტორი „ბერების ღვინოებს“  შორის ხიხვს გამოჰყოფს და მას მრავალფეროვანი  ხილის ძლიერი არომატებით ახასიათებს, რომელიც  გარგარის ჩირის არომატს საამოდ ერწყმის.  ლავრაში არა მარტო ხიხვი, არამედ რქაწითელი, ქისი, კახური მწვანე, ვარდისფერი რქაწითელი და საფერავი ყენდება. ალავერდის მონასტრის მოქმედი მარანი  XI საუკუნეშია დაარსებული.2010 წელს ალავერდის მონასტრის კახურმა მწვანემ „დეკანტერის“ საერთაშორისო კონკურსზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, საფერავმა კი - „გრან-პრი“.

სტატიაში ნახსენებია ასევე მარტვილი-ჭყონდიდის მონასტრის მარანი, რომელიც XIX საუკუნის დროინდელია. იქ ოჯალეშისგან დაყენებული წითელი,  მშრალი ან ნახევრადტკბილი ღვინოები ინახება.სტატიაში წერია, რომ კიდევ ერთი ფაქტორი რომელიც ნახევრადტკბილი ოჯალეშის გემოს განსაკუთრებულს ხდის, არის მოსავლის გვიანი აღება, რაც გავლენას ახდენს ღვინის შაქრიანობაზე. წამყვანი არომატია ტკბილი კენკრა, რომელიც ღვინის გემოში სასიამოვნოდ იკვეთება. როგორც CodedeVino წერს, მიუხედავად ოჯალეშის ძლიერი ხასიათისა, მას ჟოლოსა და კოწახურის ნაზი არომატიც ახასიათებს. ის ახალი, ცოცხალი, რბილი და დახვეწილი გემოებით ხასიათდება.  

„mashed”-ის სტატია ქართული მონასტრების გარდა ბერძნულ, მეჯისტი ლავრაზეც წერს,ასევე იტალიაში  ცისტერიელი დების მონასტერზე, ფრანგული ლერინისა და ავსტრიის კლოსტერნეიბურგის სააბატოზე. სტატიაში ნახსენებია ნიუ-კლერვოს სააბატოც შეერთებულ შტატებში და მოსკოფილეროს ღვინო, რომელიც ვარდის, ციტრუსის მდიდრული არომატებითა და ნესვის გემოებით ხასიათდება. ავტორი წერს სერბეთში ბუკოვოს მონასტერზე და სკალა დეის ღვინოზე ესპანეთში, რომლის ვენახებიც XII საუკუნეშია გაშენებული. პრიორატის ღვინოს კი ქლიავის, შავი ალუბლის, ჩირისა და წითელი მოცხარის არომატები ახასიათებს დარიჩინის, კარდამონისა და პიტნის ნოტებთან ერთად.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული