Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მოლდოვაში „ბადაგონმა“ 2 ვერცხლი მიიღო

2 ვერცხლის მედალი მიიღო “ბადაგონის” ღვინოებმა - “საფერავმა” და “მანავმა” მოლდავეთში მიმდინარე ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე “Chinisau Wines & Spirits Contest 2009”, რომელიც 1992 წლიდან კიშინიოვში “მოლდავეთის ღვინის კვირეულის “ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება. კონკურსში, როგორც წესი, აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნები მონაწილეობს. მოლდოვური, სლოვაკური, ჩეხური, რუმინული, უკრაინული, ქართული, სომხური და კვიპროსის ღვინოები კი კონკურსის მუდმივი მონაწილეები არიან. ამ ჩამონათვალს წელს დაემატა პორტუგალია, უნგრეთი, გერმანია, ბელგია, ბელორუსია და ჩილე.

კონკურსზე წარმოდგენილ ნიმუშებს უცხოელი ექსპერტებისაგან შემდგარი ჟიური ანონიმური დეგუსტაციის შედეგად აფასებდა, რაც კონკურსის ორგანიზატორების აზრით, ობიექტურობის განმსაზღვრელი უმთავრესი პირობაა.
“ბადაგონის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარის, ლიზა ბაგრატიონის განცხადებით, “ეს მედლები ამ მძიმე, კრიზისულ პერიოდში კიდევ ერთი სტიმულია, რაც გვამხნევებს, რომ გავაგრძელოთ მუშაობა და კიდევ არაერთხელ გავუთქვათ სახელი ქართულ ღვინოს.”
გასულ წელს “Chinisau Wines & Spirits Contest 2008” -ზე “ბადაგონის” წითელმა “კახურმა წარჩინებულმა” და “ქინძმარაულმა” ასევე ვერცხლის მედლები მოიპოვა.
 
vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.