Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლუი ვიტონის ოჯახმა ჩინეთისთვის ღვინის წარმოება დაიწყო

როგორც ცნობილია, ბოლო წლების განმავლობაში  ჩინეთი დამაჯერებლად იპყრობს მსოფლიო ღვინის ბაზარს და, შესაბამისად, მსოფლიო ღვინის მწარმოებლებიც ორიენტირს სწორედ ახალ აზიურ იმპერიაზე ასწორებენ. მათ შორის აღმოჩნდა ლუი ვიტონის სახელგანთქმული ოჯახიც, კერძოდ კი მისი მეხუთე თაობის წარმომადგენელი - მეღვინე ქსავიე ლუი ვიტონი. მან საკუთარი ღვინის ბრენდი XLV დააარსა, რომელიც სპეციალურად აზიური ბაზრისთვის დაამზადებს ღვინოებს. ვინაიდან კომპანია ერთ კონკრეტულ ბაზარზეა ორიენტირებული, მის მიერ წარმოებული ღვინოებიც ამ ბაზრის მომხმარებელთა გემოვნებაზე იქნება ორიენტირებული – ხილის გამოკვეთილი არომატითა და ნაკლები ტანინებით. მართალია, კომპანია XLVვიტონების სახელგანთქმულ კომპანია LVMH-სთან კავშირში არ არის, მაგრამ ვიტონის სახელი, როგორც ჩანს, ჰონკონგის ელიტაზე გავლენას მაინც მოახდენს - ღვინის გამოშვება სწორედ ამ ქალაქში იგეგმება. 2010 წლის XLV Ventoux  დაახლოებით 36 ევრო, ხოლო 2007 წლის XLV Pauillac– 242 ევრო ეღირება. ქსავიე ლუი ვიტონის ვენახები საფრანგეთის სამხრეთშია გაშენებული, სადაც ის ვაჟიშვილ კვენტინ ლუისთან ერთად მუშაობს. ამ ვენახებში მოწეული ყურძნიდან მხოლოდ ერთი სახეობის ღვინო - XLV Ventoux  მზადდება, დანარჩენ ღვინოებს კი ვიტონები ბორდოში, შამპანსა და სხვა რეგიონში მოყვანილი ყურძნისგან აყენებენ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული