Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საით მიდის ღვინის ინდუსტრია?

ასეთი დამაინტრიგებელი სათაური ჰქონდა მოხსენებას, რომლითაც ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (American Association of Wine Economists (AAWE) წინაშე ეკონომიკურ საკითხთა კონსულტანტი, რამდენიმე წიგნისა და უამრავი პუბლიკაციის ავტორი, ელიოტ მორსი (Elliott Morss) წარდგა. გთავაზობთ ამ მოხსენების ყველაზე საინტერესო ფრაგმენტებს:

"მომავლის წინასწარმეტყველება რთულია, თუმცა შევეცდები ამის გაკეთებას. მიუხედავად იმისა, რომ უცხო არავისთვისაა, მაინც შეგახსენებთ: ისტორიას უყვარს გამეორებები და თუ უკან გავიხედავთ, მომავლის გაგება ბევრად გაგვიიოლდება.

1970-1980...

ჩემს ყრმობასა და ახალგაზრდობაში ჩვენს ოჯახში ვარდისფერ პორტუგალიურ Mateus, Lancers Sparkling Rosé-ს ან ჩალით შემოწნულ Chianti-ს მიირთმევდნენ. გამორჩეული შემთხვევებისთვის უფრო ძვირადღირებულ სასმელს ყიდულობდნენ ბორდოდან ან ბურგუნდიიდან. იმ წლების დამსახურებაა, რომ დღეს ბურგუნდიულ შარდონეს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში დამზადებულისგან გამოვარჩევ. მიყვარს თუ არა ფრანგული ღვინოები ყველაზე მეტად? რასაკვირველია, რადგან ვიცი, რომ კარგია. ყოველ შემთხვევაში, ასე მასწავლიდნენ, მაგრამ მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უამრავი ღვინო გაჩნდა, რომლებიც ფრანგულზე ნაკლებად არ მომწონს.

წარმოება: მაშინ და ახლა

მსოფლიოში ღვინის საერთო წარმოება 1980 წლიდან იკლებს. FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) მონაცემების თანახმად, 1980 წლიდან ღვინის წარმოება 31%-ით შემცირდა და 26 მლნ ტონა (FAO ღვინის წარმოებას ტონებში ზომავს) შეადგინა. იტალიაში ამ პერიოდში 50%-იანი ვარდნა დაფიქსირდა, საფრანგეთში - 35%.

ღვინის წარმოება მსოფლიოში

ქვეყანა

წარმოება (ტონა)

წარმოების წილი

1980

2010

1980

2010

იტალია

8,654,500

4,580,000

24,6%

17,5%

საფრანგეთი

6,971,100

4,541,820

19,8%

17,3%

ესპანეთი

4,240,200

3,610,000

12,0%

13,8%

აშშ

1,800,000

2,211,300

5,1%

8,4%

ჩინეთი

80,000

1,657,500

0,2%

6,3%

არგენტინა

2,349,000

1,625,080

6,7%

6,2%

ავსტრალია

414,237

1,133,860

1,2%

4,3%

სამხრ. აფრიკა

706,872

921,700

2,0%

3,5%

ჩილე

586,000

915,238

1,7%

3,5%

გერმანია

486,723

720,000

1,4%

2,7%

პორტუგალია

1,029,040

587,200

2,9%

2,2%

ბრაზილია

199,602

362,200

0,6%

1,4%

საბერძნეთი

449,900

303,000

1,3%

1,2%

ახ. ზელანდია

46,647

189,800

0,1%

0,7%

ავსტრია

308,642

176,745

0,9%

0,7%

უნგრეთი

569,440

175,526

1,6%

0,7%

ბულგარეთი

409,200

145,000

1,2%

0,6%

რუმინეთი

759,900

125,450

2,2%

0,5%

სულ:

35,232,799

26,216,967

100,0%

100,0%

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იმპორტი: მაშინ და ახლა

1980 წლიდან მოყოლებული გერმანია მსოფლიოში უმსხვილეს ღვინის იმპორტიორად რჩება, თუმცა მისმა წილმა მსოფლიო იმპორტში 23%-იდან 17%-მდე იკლო. გაიზარდა ბრიტანეთისა და ამერიკის წილი, საფრანგეთის კი ორჯერ შემცირდა.

ლიდერი იმპორტიორი ქვეყნები

ქვეყანა

იმპორტი (ტონა)

წილი

1980

2009

1980

2009

გერმანია

1,039,170

1,411,070

23%

17%

ინგლისი

351,692

1,102,910

8%

13%

აშშ

367,990

926,883

8%

11%

საფრანგეთი

667,092

576,715

15%

7%

ჩინეთი

129

184,219

0%

2%

პორტუგალია

62

160,308

0%

2%

იტალია

19,449

143,207

0%

2%

ავსტრია

22,379

62,238

0%

1%

ავსტრალია

6,781

61,596

0%

1%

ბრაზილია

5,948

59,209

0%

1%

სულ:

4,561,364

8,326,456

100%

100%

ექსპორტი: მაშინ და ახლა

1980 წლიდან ღვინის ექსპორტი თითქმის გაორმაგდა. 1980-ში ძველი სამყაროს ქვეყნები დომინირებდა - მათი ექსპორტი 87%-ს შეადგენდა. 2009 წელს ეს ციფრი 62%-მდე შემცირდა. ამავე პერიოდში 1%-დან 27%-მდე გაიზარდა ახალი სამყაროს ქვეყნების ექსპორტის წილი.

ლიდერი ექსპორტიორი ქვეყნები

ქვეყანა

ექსპორტი(ტონა)

წილი

 

1980

2009

1980

2009

ძველი სამყარო

იტალია

1,466,930

1,918,410

33%

22%

ესპანეთი

545,881

1,457,610

12%

17%

საფრანგეთი

887,266

1,215,990

20%

14%

გერმანია

185,084

349,530

4%

4%

პორტუგალია

161,480

230,903

4%

3%

უნგრეთი

209,215

72,675

5%

1%

ავსტრია

47,148

71,854

1%

1%

ბულგარეთი

271,005

54,224

6%

1%

საბერძნეთი

25,502

30,434

1%

0%

რუმინეთი

103,100

10,888

2%

0%

სულ:

3,902,611

5,412,518

87%

62%

 

აშშ

29,308

397,397

1%

5%

 

ახალი სამყარო

ავსტრალია

6,106

771,949

0%

9%

ჩილე

14,509

691,823

0%

8%

სამხრ.აფრიკა

12,500

429,299

0%

5%

არგენტინა

10,728

297,060

0%

3%

ახ.ზელანდია

473

128,555

0%

1%

სულ:

44,316

2,318,686

1%

27%

 

 

 

 

 

სულ მსოფლიოში:

4,493,364

8,734,609

100%

100%

         

ცვლილებათა მნიშვნელობა

ახალი სამყაროდან ღვინის ექსპორტის მკვეთრი ზრდა ძალზე მნიშვნელოვანია: ტრადიციული ქვეყნები კარგ ღვინოთა წარმოებას განაგრძობენ, მაგრამ ახალი ქვეყნების პროდუქცია მათ სულ უფრო მეტად, ძირითადად, ღირებულების ხარჯზე ავიწროებს. თუმცა დღეს არც ფასია ხარისხის ზუსტი ინდიკატორი. ევროპული ღვინოები მეტწილად ხარისხიანია, მაგრამ ძვირი, თუმცა ბევრ მათგანს შეუძლია ახალი სამყაროს სასმელთან შეჯიბრება ფასისა და ხარისხის თანაფარდობის გათვალისწინებით.

თუ შევადარებთ სხვადასხვა ქვეყნის ღვინოთა რაოდენობას, რომლის სტანდარტული ბოთლი 15 დოლარი და ნაკლები ღირს და 2005-2011 წლებში ჟურნალ Wine Spectator (WS)-ის შეფასებით 89 ქულა მაინც მიიღო, ევროპულ ღვინოთა წილი 52% წითელ და 33% თეთრს შეადგენს. ეს მაშინ, როდესაც ჟურნალი ამერიკულ ბაზარსა და მწარმოებლებზეა ორიენტირებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროპაში ამჟამადაც საკმაო რაოდენობით ხარისხიანი ღვინო იწარმოება, რომლის ფასი სრულიად მისაღებია მყიდველისთვის."

ფასისა და გემოს შესაბამისობა

შემდეგ ელიოტ მორსი გარკვეულწილად სცილდება მოხსენების თემას და განიხილავს, არსებობს თუ არა კავშირი ღვინის ფასსა და მის მახასიათებლებს შორის. აი, რას ფიქრობს იგი:

"კვლევებმა, რომლთაც საფუძვლად 6000-მდე ბრმა დეგუსტაციის შედეგი დაედო, სასმელის ფასსა და გემოვნებით თვისებებს შორის ასეთი ურთიერთკავშირი გამოავლინა: "არაპროფესიონალები, რომელთაც წინასწარ არ იციან სადეგუსტაციო სასმელის ფასი, ძვირადღირებულ ღვინოთა დაგემოვნებით უფრო მეტ სიამოვნებას ვერ იღებენ... კორელაცია ფასსა და ზოგად შეფასებას შორის ძალიან მცირეა ან ნეგატიურ ხასიათს ატარებს. რიგითი მომხმარებელი ბრმა დეგუსტაციისას ხშირად იაფფასიან ღვინოებს ირჩევს. ჩვეულებრივ მოკვდავთა გემოვნებას არაფერი აქვს საერთო სასმელის ფასთან, თუ ეს ფაქტი მისთვის წინასწარ არ არის ცნობილი. სენსორული გრძნობები ეტიკეტის ცოდნის გარეშე ყველა მწარმოებელს ათანაბრებს."

ღვინის ბაზარი და მომხმარებელი

ვისთვის მზადდება ღვინო, ვინ არიან სასმელის რეალური მომხმარებლები? ელიოტ მორსი ღვინის ბაზარს ხუთ ნაწილად ყოფს. ქვემოთმოყვანილი კატეგორიები ამერიკული რეალობის გათვალისწინებით შედგა, თუმცა თავისუფლად შეიძლება სხვა ქვეყნების ბაზრებსაც მოერგოს:

1. პირველ ჯგუფში ალკოჰოლიკები "აღმოჩნდნენ": აშშ-ში ალკოჰოლიზმით ყოველწლიურად ორჯერ ნაკლები (2,5 მლნ) ადამიანი კვდება, ვიდრე ნიკოტინით. თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს ალკოჰოლიზმთან ბრძოლა გაცილებით ძვირი უჯდება, ვიდრე ნიკოტინთან. ჩრდილოეთ ევროპის რიგ ქვეყნებში ალკოჰოლის საშუალო მოხმარება სულზე დღეში ერთ სტანდარტულ ბოთლს შეადგენს. აქ უფრო იაფფასიანი, დიდ ჭურჭელში ჩამოსხმული ღვინო იყიდება.

2. ღვინის ინფორმირებული მომხმარებლები, რომლებიც ფასსა და ხარისხს შორის საუკეთესო თანაფარდობას ეძებენ: თანამედროვე მომხმარებელი გაცილებით ინფორმირებულია. იცის, რა უნდა ღვინისგან და რის მიღებას შეძლებს კონკრეტულ ფასად.

3. ღვინო, როგორც საჩუქარი: ადამიანები, რომელთაც შთაბეჭდილების მოხდენა სურთ – ყოველთვის პრობლემაა ცუდად ინფორმირებული მყიდველისთვის. მათი მიზანი ძვირადღირებული ღვინის შეძენაა, თუმცა არ იციან, რამდენად შეესაბამება ღვინის შიგთავსი  მის ფასს. როგორც წესი, სასაჩუქრე ღვინოები 20 დოლარზე ნაკლები არ ღირს. ასეთი საჩუქრის ადრესატები, რომელნიც ასევე ცუდად ერკვევიან ღვინის ავკარგიანობაში, უფრო იაფფასიანი ღვინის მირთმევით შესაძლოა განაწყენდნენ.

4.პატივმოყვარეთა ბაზარი: მხოლოდ ბორდო ან ბურგუნდია 25 დოლარიდან. ზედა ზღვარი არ არსებობს.

5. დანარჩენები: მათ მისწრაფებებში გარკვევა რთულია.

პერსპექტივა?! კონსოლიდაცია

ღვინის, როგორც სხვა ალკოჰოლური სასმელების სამყაროში, ბოლო წლებში მომრავლდა გაერთიანებები, რომლებიც წვრილ მოთამაშეებს ყლაპავს. მსხვილ ბაზრებსა და დისტრიბუციის ქსელებს ძლიერი ტრანსნაციონალური კომპანიები აკონტროლებს. კონსოლიდაციის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კომპანიაა Constellation,  რომელიც ღვინის 90 ბრენდს ითვლის, ხოლო საერთო წლიური რეალიზაცია მსოფლიოში 102 მლნ 9-ლიტრიან ღვინის ყუთს შეადგენს. კომპანია E&J Gallo-ს გაყიდვები წელიწადში 80 მლნ ყუთია და 50-მდე ბრენდს ფლობს.

სპეციალიზაცია: მევენახე-მეღვინე-ღვინით მოვაჭრე

"ჯაჭვის დასაწყისში ფერმერები დგანან და ეს აქტუალურია სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დიდი ნაწილისთვის. ვიდრე მომხმარებლამდე მიაღწევს, მათი პროდუქცია უამრავი შუამავლის ხელში გადის. ვაზი განცალკევებით დგას, რადგან მისგან ღვინოს აყენებენ. ხშირად ფერმერი თვითონ წურავს თავის მოყვანილ ყურძენს და ცდილობს თავადვე გაყიდოს.

ვფიქრობ, სამომავლოდ მსგავსი ფაქტები ნაკლებად შეგვხვდება. ნეგოციანტთა ფრანგული სისტემა მთელ მსოფლიოში გავრცელდება, მეღვინეები კი მათგან უფრო მეტ ყურძენს იყიდიან," - ვარაუდობს ელიოტი.

ინოვაციები

ბაზარზე გამოჩნდებიან ახალი მოთამაშეები ინოვაციური სტრატეგიებით. ამის მაგალითია ამერიკული Bronco Wine Company, Casella და სხვა, რომელთა მთავარი ხიბლი დაბალი ფასი და კარგი ხარისხია. სწორედ ამ კომბინაციამ შეუწყო ხელი მათ პოპულარობას ბაზარზე.

Bronco Wine Company-მ 1990 წელს ღვინის მწარმოებელ ჩარლზ შოუსგან (Charles Shaw) ბრენდი Two Buck Chuck იყიდა. სწორედ ამ ბრენდის იაფფასიანი (სტანდარტული ბოთლის ფასი 1,99 დოლარია) ღვინის გაყიდვებით გახდა წარმატებული.

რაც შეეხება ავსტრალიურ კომპანია Casella Wines-ს, მარკეტინგის სახელმძღვანელოებში ხშირად მოჰყავთ იმის მაგალითად, თუ როგორ შეიძლება მოკლე დროში სუპერწარმატებული ბიზნეს-პროექტის განხორციელება. მისი წარმომადგენლები 2002 წელს ორადორი ბოთლი ღვინით მივიდნენ ფირმა W.J. Deutsch & Sons-ის ამერიკულ ოფისში, რომელიც იმპორტირებული ღვინოთა მარკეტინგს აწარმოებდა. ფირმის ხელმძღვანელებს, მამა-შვილ დოიჩებს სასმელის გემოსთან ერთად მისი ფასი (5,99 დოლარი) და ეტიკეტიც - შავ ფონზე ყვითელი კენგურუს სილუეტი -  მოეწონათ და თანამშრომლობას დათანხმდნენ. შედეგად, დღეს ამერიკაში ეს ეტიკეტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადია, Casella Wines-ის ღვინოები კი გაყიდვების თვალსაზრისით მხოლოდ ფრანგულს ჩამოუვარდება.

დასკვნა

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ელიოტი ვარაუდობს, რომ მომხმარებელი, რომელიც სულ უფრო განათლებული და პროგრესული ხდება, გონივრული ფასის მქონე ხარისხიან ღვინოთა ძებნას დაიწყებს. კონსოლიდაცია გაგრძელდება, რამაც, წესით, ღვინის ღირებულება უნდა დაწიოს, თუმცა ეს სასმელის ერთფეროვნებასაც გამოიწვევს. გაგრძელდება ინოვაციებიც და ეს ყველაფერი ღვინის სამყაროს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

მოამზადა ნანა კობაიძემ

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.