Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლუდი - შემოქმედებითი აქტიურობის სტიმულატორი

ამას წინათ ლუდის მსოფლიო გიგანტმა Heineken–მა განაცხადა, რომ წარმოებაში ჩაუშვა ახალი, კრეატიული პროექტი, რომელიც ბოთლის ლუდის ყველა მოყვარულს საშუალებას აძლევს საკუთარი, ორიგინალური დიზაინის მიხედვით შექმნას ტარაც და სასმელიც და საკუთარი, ,,საავტორო” ლუდით გაუმასპინძლდეს მეგობრებს. ამის გაკეთება ძალზე მარტივია - საჭიროა მხოლოდ ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ საიტს, დააწკაპუნოთ ღილაკზე Your Heineken და გასაქანი მისცეთ საკუთარ ფანტაზიას. ბოთლის დიზაინი 3D ფორმატში იქმნება, მისი გადაწყვეტა კი თქვენზეა დამოკიდებული - ბოთლი შეგიძლიათ საკუთარი ფოტოთი, ნახატით, ორიგინალური წარწერით ან სულაც ავტოგრაფით დაამშვენოთ. ორი კვირის განმავლობაში შექმნილი ექვსი საუკეთესო დიზაინის ავტორს ამ ბოთლებს სახლში მიართმევენ. მართალია, ეს გართობა სულ რაღაც 30 დოლარი ღირს, მაგრამ სამაგიეროდ, თქვენ შეგეძლებათ დატკბეთ საკუთარი, ორიგინალური შემოქმედებით.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული