Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კახეთი რთველის მოლოდინში

დღეიდან, წნორში "რთველი 2009"-ის მოახლოებასთან ერთად ღვინის ქარხანა გაიხსნება და ყურძნის მიღებას დაიწყებს.  წნორში ჩასვლას გეგმავს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი.  

რადიო "ჰერეთის" ინფორმაციით, დღესვე მინისტრი რამდენიმე გლეხს იმ ვაუჩერებს წარუდგენს, რომლითაც სუბსიდიის სახით მევენახეებს მთავრობა მოყვანილ მოსავალზე დამატებით თანხას გადაუხდის. კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს, რომ კახეთში წლევანდელ რთველზე ყურძენს მინიმუმ 10 ქარხანა ჩაიბარებს.
 
მისი თქმით, 10-ვე ქარხანა მუშა პროცესშია და სავარაუდოდ, 2500 ტონამდე ყურძენს ჩაიბარებს. ,,დღეს პირველი პარტია ყურძნის ჩაბარება წნორის ქარხანაში დაიწყო, რადგანაც მოსავლის ნაწილი ადრე შემოდის. გლეხები ინფორმირებულები არიან, თუმცა ჩვენ ყოველდღიურ  მონიტორინგს გავუწევთ  ყველა მოქმედ ქარხანას და მოსავალი ჩაუბარებელი არ დარჩება’’,- აცხადებს ღვინიაშვილი.
 
სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი ამბობენ, რომ კახეთში 100–მდე ღვინის ქარხანა ფუნქციონირებს და ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.
 
ოფიციალური ინფორმაციით, კახეთში რთველის ჩატარებისთვის 24 მილიონი ლარია გამოყოფილი.
 
რთველი კახეთში 5 სექტემბერს გაიხსნება. წელს რეგიონში 160 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან.
 
რადიო „ჰერეთი“, რადიო „კომერსანტი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული