Home
ქართული | English
ივნისი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მარწყვის ღვეზელი ხაჭოთი

საჭირო მასალა: 150 გ მარგარინი, 3/4 ჭიქა შაქარი, 2-3 ცალი კვერცხის გული, 1 ს.კ. არაჟანი,  1 ს.კ. სახამებელი, 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი, 1 ს.კ. კონიაკი, 1/4 ჩ.კ. სოდა, ფქვილი – რამდენსაც შეიზელს.  გულსართისთვის - 300-350 გ გარჩეული მარწყვი ან სხვა კენკრა, 500 გ ხაჭო, 2/3 ჭიქა შაქარი, 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი, 1 ს.კ. არაჟანი, 1 ცალი კვერცხი. 

მომზადება: მარგარინე გავადნოთ და შევათქვიფოთ შაქარი, დავამატოთ კვერცხის გულები, არაჟანში გახსნილი სოდა, კონიაკი, ვანილის შაქარისახამებელი და იმდენი ფქვილი, რომ მივიღოთ ნაზი ცომი. ხაჭოში ავურიოთ კვერცხი, შაქარი, არაჟანი და ვანილის შაქარი. მარწყვი დავჭრათ შუა-შუა. გავახუროთ ღუმელი საშუალო ტემპერატურაზე. ფორმაში თხელ ფენად მოვათავსოთ ცომი, ამოვუყვანოთ გვერდები და ჩანგლით დავჩხვლიტოთ. ცომზე გადავანაწილოთ ჯერ ხაჭო, შემდეგ კი დაჭრილი მარწყვი და გამოვაცხოთ ღუმელში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.