Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კახეთში რთველზე უკვე 850 ტონა ყურძენი მოკრიფეს

კახეთში წლევანდელ რთველზე უკვე 850 ტონა ყურძენი მოკრიფეს. რეგიონის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობა დედოფლისწყაროში დაიკრიფა და 600 ტონა ყურძენი წნორის ღვინის ქარხანამ უკვე ჩაიბარა.

მისივე თქმით, რთველი აქტიურ ფაზაში 15 სექტემბრიდან შევა და წელს კახეთში მოსავალს 40–მდე ქარხანა ჩაიბარებს. საჭიროების შემთხვევაში ქარხნების რაოდენობა შესაძლოა 50–მდე გაიზრდოს. ღვინიაშვილის განცხადებით, წელს კახეთში 140 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან და გუბერნატორი ირწმუნება, რომ კახელ გლეხებს მოსავლის დაბინავების პრობლემა აქ შეექმნებათ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო გლეხებს ღვინის ქარხანაში ჩაბარებულ ყურძენზე დამატებით თანხას გადაუხდის. ერთ კილოგრამ თეთრ ყურძენზე სახელმწიფო სუბსიდია 15, ხოლო შავ ყურძენზე 25 თეთრი იქნება.
 
რადიო კომერსანტი” 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული