Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი გაიხსნა

ფოტო: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის ახლადგახსნილი ფაკულტეტის ღია კარის დღე გაიმართა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აუდიტორიას წარუდგინა მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა, გააცნო ფაკულტეტზე სწავლის პირობები, წარუდგინა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მარანი „კოლხი“, რომელიც 62 ქვევრს აერთიანებს, ფაკულტეტს აქვს ენოთეკა, საკოლექციო ვენახი, სადაც ვაზის 107 ენდემურ ჯიშია შეკრებილი. 

მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი მევენახეობა-მეღვინეობისა და აგროტექნოლოგიის ფაკულტეტს სულ ახლახანს გამოეყო. ამ ეტაპზე უნივერსიტეტი სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს, რომელიც უნივერსიტეტში 2015 წლიდან მოქმედებს. 

როგორც უნივერსიტეტის კანცლერის მოადგილე, ქეთი ჯურხაძე ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნავს, უახლოეს მომავალში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს საბაკალავრო და პროფესიული განათლების პროგრამებისაც შესთავაზებს. ქეთი ჯურხაძის თქმით, ამჟამად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში იქმნება კვლევითი ლაბორატორიები და სადეგუსტაციო დარბაზი. ასევე, ღვინის ბიბლიოთეკა, რომელიც არამხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, არამედ - ნებისმიერი მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი. 

მევენახეობა-მეღვინეობის მოქმედი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მევენახეობა-მეღვინეობის ქართული გამოცდილების შესახებ სტუდენტებისთვის სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გადაცემა. პროგრამა სტუდენტს შეასწავლის  როგორც საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ტექნოლოგიურ და სამეურნეო საკითხებს, რეგიონულ აგროკლიმატურ თავისებურებებს, ასევე მსოფლიოს დარგობრივი გამოცდილების ისტორიას, ყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების ფიზიკო-ქიმიურ შემადგენლობასა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ანალიზის დარგობრივ მეთოდებს.
სამაგისტრო პროგრამის მიხედვით, მაგისტრატურის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ ვენახში მიმდინარე ყველა აგროტექნოლოგიური პროცესის მართვას, ნედლეულის, მასალისა და მზა პროდუქციის  ხარისხის ანალიზსა და ღვინის სენსორულ შეფასებას, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების წარმოების პროცესის დაგეგმვას, განხორციელებას, რისკების შეფასებასა და სხვ. საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს, აგრეთვე, უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ კვლევით ცენტრში ქვევრსა და ქვევრის ღვინოზე სხვადასხვა სახის კვლევების განხორციელებას.

პროგრამა მოიცავს შემდეგ კურსებს - მევენახეობის აგროტექნოლოგია, ქვევრის ღვინის ტექნოლოგია, ენოქიმია, ამპელოგრაფია და სხვ. პროგრამა ECTS 120 კრედიტს მოიცავს და მისი ხანგრძლივობაა 2 წელი. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.