Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კალიფორნია - 2012

ევროპელი კოლეგებისგან განსხვავებით, კალიფორნიელმა მევენახეებმა წელს მოსავლის რეკორდული რაოდენობა მიიღეს. წინასწარი მონაცემებით, კალიფორნიელებმა წელს დაახლოებით 3,7 მილიონი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია. მწარმოებლებმა ამ წლის ვინტაჟს უკვე ,,შესანიშნავი” უწოდეს. განსაკუთრებით წარმატებულია ჩრდილოეთ სანაპიროს მოსავალი. ტიპურმა კალიფორნიულმა ამინდმა: ნისლიანმა დილამ, ცხელმა შუადღემ და გრილმა დაისმა ყურძნის დამწიფებისთვის მშვენიერი პირობები შექმნა. ერთადერთი სირთულე, რაც ამერიკელ მევენახეებს შეექმნათ, ყურძნის წითელი ჯიშების ერთდროული დამწიფება გახლდათ. დიდ ფართობზე ამხელა მოსავლის დროული აღება და უმოკლეს დროში გადამუშავება მართლაც რთული საქმე იყო, მაგრამ კალიფორნიელებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და რთველს წარმატებით გაართვეს თავი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული