Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კალათბურთის ვარსკვლავი მეღვინეობით დაინტერესდა

ჩინელი კალათბურთელი იაო მინი, რომელიც ამჟამად NBA-ს ჩემპიონატის ყველაზე მაღალი მოთამაშეა, კარიერის დასასრულს მეღვინეობით დაინტერესდა და საკუთარი ღვინის ბრენდის გამოშვებას აპირებს, რომელსაც Yao Family Wines ერქმევა. ღვინის დაყენებას სპორტსმენი ჩინეთში გეგმავს, თუმცა საჭირო ნედლეულის მიღებას კალიფორნიაში, ნაპას ველზე გაშენებულ ვენახებში  მოწეული ყურძნისგან აპირებს. წარმოების პროცესის კონტროლი მინმა მეღვინე ტომ ჰინდის ანდო, რომელსაც სხვადასხვა ღვინის კომპანიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. რამდენიმე დღის წინ იაო მინმა საკუთარი წარმოების პირველი ღვინო - Cabernet Sauvignon 2009  წარადგინა პეკინში, გუანჩჟოუსა და მშობლიურ ქალაქ შანხაიში. აღნიშნული ღვინის საცალო ფასი 289 დოლარია და სულ 1,2 ათასი ბოთლია ჩამოსხმული. მომავალ, 2012 წელს ბაზარზე უკვე გამოვა ღვინო Family Reserve Cabernet Sauvignon, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყიდება. ვარაუდობენ, რომ Cabernet Sauvignon 2009-ს კალათბურთელი ორგანიზაცია Special Olympics-ის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო აუქციონზე გამოიტანს გასაყიდად, თანხას კი ამავე ორგანიზაციის ფონდში ჩარიცხავს. Special Olympics– საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც გონებრივი განვითარების პრობლემების მქონე პირთათვის ატარებს ოლიმპიადას, ჩინელი სპორტსმენი კი ამ ორგანიზაციის  მსოფლიო ელჩია.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული