Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინგლისური რთველი 2011

წლევანდელი ამინდები დიდ ბრიტანეთში, ისევე, როგორც ევროპაში, სიურპრიზებით იყო აღსავსე. მაისის სიცხეებსა და ყურძნის ნაადრევ ყვავილობას წვიმიანი ივნისი მოჰყვა, რამაც ბრიტანელ მეღვინეთა იმედები წლევანდელი მოსავლის თაობაზე ლამის დაასამარა. ღრუბლიანმა ივლისმა პესიმისტური განწყობა კიდევ უფრო გაამძაფრა, თუმცა შუა ზაფხულიდან დამდგარმა ცხელმა ამინდებმა სიტუაცია გამოასწორა. აგვისტოს უჩვეულოდ თბილი და მზიანი სექტემბერი მოჰყვა და ზოგან რთველი ჩვეულებრივზე მთელი სამი კვირით ადრეც კი დაიწყო. მაგალითად, გასულ წელს კენტის საგრაფოში მდებარე მამულ Hush Heath-ში რთველი 21 ოქტომბრამდე გაგრძელდა, წელს კი სექტემბრის დასასრულს უკვე დამთავრებული იყო.  წლევანდელი მოსავალი, საერთო ჯამში, შესანიშნავი ხარისხისაა. ყურძენი ბოლომდე, კარგად დამწიფდა და აშკარაა, რომ არანაირი შაპტალიზაცია არ დაჭირდება. თუმცა წლევანდელი მოსავალი, 2009-2010 წლებთან შედარებით, ორჯერ ნაკლებია. მოსავლით უკმაყოფილონი დარჩნენ ცქრიალა ღვინის მწარმოებლები - პოლიფენოლებისა და არომატული ნივთიერებების შემცველობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ყურძენს საკმაო მჟავიანობა არ გააჩნია.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული