Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო Prowein-ზე დიუსელდორფში

10-12 მარტამდე 50 000-ზე მეტი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების პროფესიონალი თუ მოყვარული შეიკრიბება დიუსელდორფში ProWein-ზე, რომელიც ცნობილია, როგორც ღვინის ინდუსტრიაში No1 გამოფენა. 

30 წლის იუბილეს აღსანიშნავად წლევანდელი ღონისძიება, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური იქნება, სადაც 60-ზე მეტი ქვეყნის 5700 მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას.

პიტერ შმიცი, ProWein-ის დირექტორი ხაზს უსვამს წლევანდელი გამოფენის მასშტაბს: “არც ერთი სხვა სავაჭრო გამოფენა, არც ევროპაში და არც მის ფარგლებს გარეთ, არ გვთავაზობს ასეთ დიდ არჩევანს. გლობალური ბაზრის ლიდერები, მცირე მარნები, მომავალი, ახალბედა მწარმოებლები კვლავ წარდგებიან დიუსელდორფში - ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დედაქალაქში”.

გამოფენის განვითარებაზე კი მონიკა როილი, გერმანული ღვინის ინსტიტუტის ხელმძღვანელი საუბრობს: “30 წლის შემდეგაც კი ProWein ახერხებს ღვინის ექსპერტების აღფრთოვანებას ახალი თემებით და საკითხებით. 1994 წლის მოკრძალებული დასაწყისიდან, სადაც მხოლოდ 321 მწარმოებელი იყო, ProWein გაფართოვდა 71,000 კვადრატულ მეტრზე 13 დარბაზით, რაც ადასტურებს მის მნიშვნელოვან როლს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორში.”

2024 წელს გამოფენის მიმდინარე და ყველაზე აქტუალური საკითხია ProWein Zero, უალკოჰოლო ღვინოები. დაბალალკოჰოლური და უალკოჰოლო ღვინის ბაზარი ძალიან გაიზარდა. ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ასეთი კატეგორიის ღვინით. მომხმარებლები ძირითადად ისეთ ღვინოებს ეძებენ, რომლებიც ღვინის ორიგინალურ ხასიათს ინარჩუნებენ, თუმცა ალკოჰოლის შემცველობა არ აქვთ: “ეს არის იდეალური პლატფორმა ჩვენი სავაჭრო ვიზიტორებისთვის კვებისა და საცალო ვაჭრობის სექტორებიდან, მიიღონ ამომწურავი და უპირველეს ყოვლისა, ეფექტური ინფორმაცია ამ კონკრეტული სეგმენტის შესახებ, რაც საკმაოდ აქტუალურია”. - განმარტავს Messe Düsseldorf-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ დეგენი.

გამოფენაზე მონაწილეობას ქართველი 31 ღვინის მწარმოებელი კომპანია და მცირე მარანი მიიღებს:

Schuchmann Wines 

“კორპორაცია ქართული ღვინო”

”ქართული ვაზისა და ღვინის კომპანია”

“ქართული ღვინის სახლი”

Georgian Wines and Spirits Company

ქართული ღვინის ასოციაცია

“ასკანელი ძმები”

”ბადაგონი”

”ბოლერო და კომპანია”

Ikano Estate

Jobava Winery

”შატო მუხრანი”

”კორპორაცია ქინძმარაული”

Kakhetian Traditional Winemaking

”ქინძმარაულის ღვინის მარანი”

GK Winery

მეღვინეობა ჩელთი”

”მეღვინეობა ბინეხი”

”ნაბერაული”

”ქიმერიონი”

”თბილღვინო”

”თელიანი ველი”

Tiflis Marani

Tsereteli Wine and Spirits

”კომპანია ვაზიანი”

”ვაზისუბნის მამული”

”შუმი”

Wineman

”მეღვინეობა ქებურია”

”მეღვინეობა ხარება”

”ქართველი”

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული