Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“რთველი 2009”-ის ჩატარებისთვის 24 მილიონი ლარი გამოიყო

როგორც რადიო "ჰერეთს" პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთში გიორგი ღვინიაშვილმა განუცხადა, “რთველი 2009”-ის ჩატარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 მილიონი ლარი გამოიყო.
ღვინიაშვილის თქმით, ქარხნები და კომპანიები სრული დატვირთვით იმუშავებენ და ყურძენს მაქსიმალური რაოდენობით ჩაიბარებენ.
“მოსახლეობას დავურიგებთ ვაუჩერს და ისინი  ყურძნის ჩაბარებიდან სამ დღეში ბანკიდან სუბსიდიის სახით დანამატს მიიღებენ. ერთ კილოგრამ საფერავზე  25 თეთრი, ხოლო რქაწითელზე 15 თეთრა გამოყოფილი” განაცხადა  გიორგი ღვინიაშვილმა.
ამასთან, გუბერნატორი ამბობს, რომ წელს ღვინის ქარხნები სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენსაც ჩაიბარებენ.
ცნობისათვის: „რთველი 2009“ ოფიციალურად  5 სექტემბერს გაიხსნება, რთველის შტაბი კი 5 სექტემბრამდე.
შტაბი როგორც ყოვე წელს, ამჯერადაც გურჯაანში განთავსდება, მას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ტარიელ გაბუნია უხელმძღვანელებს.
როგორც რადიო „ჰერეთს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, წელს კახეთში 160 ათას ტონა მოსავალს ელოდებიან.

რადიო "ჰერეთი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული