Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინგლისი - 2012 წლის მოსავალი

ინგლისელი მეღვინეების უმრავლესობა აცხადებს, რომ წლევანდელ მოსავალს მხოლოდ ცხელი შემოდგომაღა თუ იხსნის. უკვე ცხადია, რომ ბრიტანელები ყურძნის იმაზე ნაკლებ მოსავალს აიღებენ, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ და რთველიც ჩვეულებრივზე მინიმუმ ორი კვირით გვიან დაიწყება. იმის მიუხედავად, რომ წვიმამ და სიცივემ ვენახები საგრძნობლად აზარალა, ოპტიმისტებიც არსებობენ. მაგალითად, თომას შოუ, გლოსტერშირის მეურნეობა Three Choirs Vineyard–ის დირექტორი მიიჩნევს, რომ აგვისტოში ყურძნის დამწიფებისათვის საჭირო პირობები, ასე თუ ისე, მაინც შეიქმნა. ავდრისა და მაღალი ტენიანობის გამო ყურძნის მტევანიცა და მარცვალიც ბევრად მცირე ზომის იქნება, რამაც, შეიძლება, ყურძენი კიდევ უფრო მეტად არომატული გახადოს. ასე რომ, თომას შოუს საინტერესო ღვინოების დაყენების დიდი იმედი აქვს. სასექსში მდებარე მეურნეობა Ridge View-ის წარმომადგენელი მარდი რობერტსი ასევე ოპტიმისტურად არის განწყობილი. ,,მოსავლიანობა წელს დაბალია, თუმცა გადარჩენილი ყურძნისგან შეიძლება ძალიან კარგი, ხილის არომატებით გაჯერებული ღვინოები მივიღოთ”, - განაცხადა მან.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული