
1 ჭიქა თაფლი
5 ჭიქა დათლილი ნიგოზი
ნიგოზი მოვატაროთ ცეცხლზე, ისე, რომ ფერფლი გავაცალოთ და დავთალოთ აუცილებლად ხელით. თაფლი დავდგათ თუჯის ქვაბით ნელ ცეცხზე და რომ აქაფდება, გადმოვდგათ 10 წუთით ცეცხლიდან, შემდეგ ისევ დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, თან მუდმივად ვურიოთ ხის კოვზით. 3-4-ჯერ რომ წამოდუღდება თაფლი, შევამოწმოთ: რამოდენიმე წვეთი თაფლი დავაცხათ თეფშზე ან წყლიან ფაიფურის ჭიქაში, თუ დასხმისას თაფლის მასამ რაკუნის ხმა გამოსცა, ესეიგი მზადაა, თუ არა, კიდევ გავაგრძელებთ ხარშვას მანამ, სანამ საჭირო კონსისტენციის მასას არ მივიღებთ.
შემდეგ ვუმატებთ 1/4 ჭიქა შაქარს, ერთს წამოვადუღებთ და ჩავუმატებთ დათლილ ნიგოზსაც, კარგად მოვურევთ და მაშინვე გაგმოვიღებთ დაფაზე, რომელსაც ზედ გადაკრული ექნება წყალში დასველებული პერგამენტის ქაღალდი. შემდეგ ნიგვზის მასას სველი „კატალკით“ გადავანაწილებთ მთელ დაფაზე.
© miau










მოკლეთ , ზუსტად იგივე რეცეპტი მითხრა გუშინ დედაჩემმა.
დღეს გავაკეთე მაგრამ არ გამომივიდა, ანუ არ შეიკრა გოზინაყი , ახლა ვზივარ და ვნანობ რატომ ჩემი ძველი რეცეპტით არ გავაკეთე, რადგან ყოველთვის ძალიან კარგი გამოდიოდა!
ყოველ ახალ წელს ზუსტად ასე ვაკეთებთ, ძალიან კარგი გამოდის
da romelia kargi recepti ver gavige?shegidzlia momcero?me arasodes gamiketebiaa da arvici.:((
ამ ახალ წელს თითქმის იგივე რეცეპტით გავაკეთე გოზინაყი თუმც არც 1/4 შაქარი არ მიქნია და არც პერგამენტ გამომიყენებია.. სველი დაფა აუცილებელია.
– დანარჩენი მშვენივრად გამოვიდა იკვნიტებოდა და არ დნებოდა
- მშვენიერი გამოდის ცაცხვის თაფლით.
საერტოდ მგონია რომ კაცის ძალაც უხდება :)
–ისე მე მგონი კაცი , განსაკუთრებულ დღე–დღესასწაულებში (გარკვეული მიზეზების გამო :)) )საერთოდ შვენის სამზარეულოში ტრიალი.. :)
ყველას დამდეგს გილოცავთ