Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თბილისში ღvino underground–ი გაიხსნება

წელიწადი არ გავა ისე, თბილისში ღვინის ახალი მაღაზია ან ბარი რომ არ გაიხსნას, თუმცა, საქართველოში ჩამოსული უცხოელები, პრივატულ საუბრებში ხშირად აღნიშნავენ, რომ დედაქალაქში აქამდე არ იყო ადგილი, სადაც მხოლოდ ნატურალური და ე.წ. ”ბიო” ღვინის შეძენა და დაგემოვნება იქნებოდა შესაძლებელი. ამიერიდან, ქართველ და უცხოელ ღვინის ყველაზე პრეტენზიულ მოყვარულებსაც კი, საშუალება მიეცემათ, მცირე ოჯახური მარნების მიერ წარმოებული ნატურალური ღვინით ისიამოვნონ.

ხუთაშაბათს, დღის 12 საათზე, თბილისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის 15 ნომერში მდებარე სარდაფში, ღვინის მაღაზია-ბარი ”ღvino underground”-გაიხსნება. ბარში ნატურალური ღვინის გარდა, ღვინის მოყვარულებს შეეძლებათ საქართველოში წარმოებული მრავალი სახის ყველის, ჩურჩხელას, ნიგვზის, რაჭული ლორის და სხვა ქართული ნუგბარის გასინჯვა. ბარის შემქნელმა შვიდმა მეღვინემ (მალხაზ ჯაყელი, ჯონ ვურდემანი, სოლომონ ცაიშვილი, რამაზ ნიკოლაძე, ნიკა ბახია, ნიკი ანთაძე, კახა ბერიშვილი) თავიდანვე ნატურალური ღვინისაკენ აიღეს გეზი, შესაბამისად, ”ღvino underground”-ში მხოლოდ ისეთი ღვინო გაიყიდება, რომელიც ნატურალური მევენახეობა-მეღვინეობის სტანდარტებს აკმაყოფილებს. მაღაზია-ბარში წარმოდგენილი იქნება საქართველოს თითქმის ყველა კუთხის მეღვინეების მიერ წარმოებული ღვინოები, რომელთა შეძენაც აქამდე ერთ ლოკალურ სივრცეში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

”ღvino underground”-ი თბილისში მდებარე სხვა ღვინის დაწესებულებებისაგან იმითაც იქნება განსხვავებული, რომ იქ არ გაიყიდება მწვადი, ხინკალი, ოსტრი, ყაურმა და ა.შ.: ”ჩვენს ბარში ადამიანი პირველ რიგში საინტერესო ღვინის გასასინჯად უნდა შემოვიდეს” – ამბობს ბარის მენეჯერი, მეღვინე რამაზ ნიკოლაძე. აღსანიშნავია, რომ ახლადგასხნილ მაღაზია-ბარში ღვინო ბოთლის გარდა, ჭიქითაც გაიყიდება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



აი, ძალიან მაგარია, ძალიან! ბევრი ღვინოზე შეყვარებული ხალხი და წარმატებები თქვენ!


ვულოცავ მესვეურებს და წარმატებებს ვუსურვებ! ნამდვილად კარგი ამბავია, მაგრამ ქართველი "გურმანებისთვის" უჩვეულო. ისე, კონკრეტული ღვინის შეხამებისთვის მენიუში ხორციანი კერძის დამატება აუცილებელი იქნება :))


gilocavt yvelas! saintereso proectia da darwmunebuli var warmatebulic iqneba :)


მშვენიერი პირველი დღე იყო, ხვავიანი, ბარაქიანი :) ასე თუ გაგრძელდა, მალე გამოილევა ნატურალური ქართული ღვინო :))



გაგიმარჯოთ!!! ასეთი მარანი აუცილებელი იყო და ბედნიერი ვარ, რომ ამიერიდან იარსებებს. დარწმუნებული ვარ თქვენს წარმატებაში. ბარაქა!!!


მშვენიერი სიახლეა! გილოცავთ ყველას, დარწმუნებული ვარ, დიდი წარმატებების ხანა წინაა!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.