Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინგლისში პირველი აპელასიონი ფუძნდება

კორნუოლის ღვინის მეურნეობა Camel Valley Vineyards-ის მესვეურებმა  ენერგეტიკის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში (DEFRA) განცხადება შეიტანეს იმის თაობაზე, რომ დარნიბოლის (Darnibole) მომცრო ვენახი ადგილწარმოშობის კონტროლირებად ზონად აღიარონ. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება, 1,5 ჰექტარზე გაშენებული ვენახი პირველი ბრიტანული აპელასიონი გახდება. დარნიბოლის ღვინოები ბახუსის ჯიშის ყურძნისგან იწურება, მაგრამ ნიადაგის თავისებურების გამო განსხვავებული და გამორჩეულია. მომავალი წარმოშობის კონტროლირებადი ზონის წესების მიხედვით, ვენახში აკრძალული იქნება ყურძნის მექანიზებული კრეფა, აგრეთვე შაქრიანობისა და მჟავიანობის კორექტირების პროცედურები. ინიციატივის ავტორები აუცილებლად მიიჩნევენ ყურძნის ჯიშების ლიმიტირებას და მხოლოდ ერთი, დროში გამოცდილი ჯიშის - ბახუსის გამოყენებას ემხრობიან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული