Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

OIV-ის მაგისტრანტების სასწავლო ვიზიტი საქართველოში

რამდენიმე დღეა, რაც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები საქართველოში იმყოფებიან და ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას  ეცნობიან.

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მეღვინეობის დარგს სხვადასხვა ქვეყანაში ეზიარებიან. OIV-ის მაგისტრანტები უკვე მესამე წელია სტუმრობენ საქართველოს. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველო  სასწავლო პროგრამის სავიზიტო ქვეყნების სიაში 2016 წლიდან ჩართო.

სტუდენტები ქართლს და კახეთს ეწვივნენ, სადაც  ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მოინახულეს, ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ,  სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოები დააგემოვნეს. 

OIV-ის წარმომადგენლები  ესტუმრნენ: „ორი მარანი“, „შუმი“, „ფაფარი ველი“, „ორგო“, „მევენახეობა ვაზიანი“, „წინანდლის მეღვინეობა“, „ბაგრატიონი-1882“, „შატო მუხრანი“, ასევე მექვევრე ზაზა კბილაშვილს.

სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქვევრის ღვინის დაგემოვნებამ და დამზადების ტექნოლოგიამ მოახდინა.

სტუდენტებმა თბილისში  ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც მათ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის კულტურის შესახებ პრეზენტაცია გააცნო.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 2018

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.