Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინდური ვისკი მსოფლიოს იპყრობს

ინდური ვისკის ხსენებაზე ამ სასმლის შეჭმარიტ დამფასებლებს ადრე ალბათ მხოლოდ გაეღიმებოდათ, მაგრამ დღეს ვითარება შეიცვალა და როგორც ჩანს, ინდური ვისკი უკვე მსოფლიოს იპყრობს.

ვისკი, სახელად Amrut,  ინდოეთის ქალაქ ბანგალორში (კარნატაკას შტატი), ზღვის დონიდან 914 მეტრზე გაშენებულ ქალაქში ისხმება. ამა წლის მარტში ეს პროდუქტი უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე შევიდა, მანამდე კი, ხუთი წლის განმავლობაში, წარმატებით იყიდებოდა ევროპის, კანადისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სუპერმარკეტებში. ამერიკაში Amrut–ის ხუთივე სახეობა: Amrut Single-Malt, Amrut Single-Malt Cask Strength, Amrut Single-Malt Peated, Amrut Single-Malt Peated Cask Strength,  Amrut Fusion  გაიყიდება და სახეობის მიხედვით, 45-დან 72 დოლარამდე ეღირება.

საგულისხმოა, რომ სწორედ აშშ-ში დებიუტამდე ცოტა ხნით ადრე ვისკის აღიარებულმა ამერიკელმა ექსპერტმა – ჯიმ მიურეიმ Amrut–ის ერთ-ერთ სახეობას, Amrut Fusion–ს მსოფლიოს საუკეთესო ვისკებს შორის მესამე საპატიო ადგილი მიაკუთვნა. ამის შესახებ ცნობილი გახდა მისი 2010 წლის ,,ვისკის ბიბლიიდან”, რომელშიც ამ სასმელს 97 ქულა აქვს მინიჭებული. ვისკი ყვავილებისა და კვამლის არომატით ხასიათდება, მისთვის დამახასიათებელია აგრეთვე ფორთოხლის ქერქის, ფინიკის, კარამელისა და ვანილის ნოტები. ინდური ვისკის ასეთმა მაღალმა შეფასებამ და საყოველთაო აღიარებამ ამ სასმლის თაყვანისმცემელთა ნამდვილი შოკი გამოიწვია, რა გასაკვირია და, განსაკუთრებით შოტლანდიაში აღშფოთდნენ.

ინდოეთში უკვე დიდი ხანია, ხორბლის სხვადასხვა სახეობებისგან დაბალი ხარისხის ვისკის ხდიან. ამასთან, ქვეყანაში ვისკის მუხის კასრებში დავარგებისთვის არასათანადო პირობებია, განსხვავებით შოტლანდიის, ირლანდიისა და თუნდაც იაპონიისგან. ტემპერატურული რეჟიმისა და ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობის გამო ამ სასმლის დავარგების დრო ინდოეთში მეტად შემცირებულია. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ Amrut –ის არცერთი პროდუქტის ეტიკეტზე ინფორმაცია დაძველების შესახებ დატანილი არ არის. მიუხედავად ვისკის წარმოებისთვის ასეთი არასახარბიელო პირობებისა, Amrut -მა მაინც შეძლო ხარისხიანი პროდუქციის გამოშვება. ამის ერთ-ერთი მაგალითია სწორედ Amrut Fusion , რომლის სახელიც ინგლისურად ,,შერწყმას, გაერთიანებას” ნიშნავს – ეს ვისკი ხომ ინდური (კერძოდ კი, პენჯაბური) და შოტლანდიური ქერის შერევის შედეგად იხდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.