Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იშვიათი ვისკი იაფად

ეკონომ-კლასის სუპერმარკეტების გერმანულმა ქსელმა Aldi-მ დიდ ბრიტანეთში უნიკალური აქცია წამოიწყო. გერმანელებმა ბრიტანელებს 40-წლიანი დაძველების ვისკი საბაზრო ღირებულებაზე 6-ჯერ იაფად შესთავაზეს. ვისკი, რომელიც 1971 წელს შოტლანდიაშია ჩამოსხმული, სუპერმარკეტების ქსელში 8 დეკემბრიდან გაიყიდება. აღწერის მიხედვით, ვისკი მდიდარი არომატით, შოკოლადისა და ლეღვის ჩირის ტონებითა და ტკბილი, ხანგრძლივი დაბოლოებით ხასიათდება. დიდი ბრიტანეთის მასშტაბით არსებული ქსელის 450 მაღაზიაში სულ ვისკის 3 000 ბოთლს გამოიტანენ და Aldi-ს წარმომადგენლები მყიდველთა ნამდვილ ბუმს ელიან. მათი ვარაუდით, ვისკი რამდენიმე საათში მთლიანად გაიყიდება და ეს სულაც არ იქნება გასაკვირი, რადგან ამ ხარისხისა და დონის სასმლის საბაზრო ღირებულება 300 გირვანქა სტერლინგსაც კი აჭარბებს, სუპერმარკეტებში კი ის თითქმის 6-ჯერ ნაკლები - 49,99 გირვანქა სტერლინგი ეღირება. კომპანიის წარმომადგენლები არც იმას გამორიცხავენ, რომ იაფად ნაყიდი ვისკი მალე ინტერნეტ-აუქციონებზე გამოჩნდეს და უფრო სარფიანადაც გაიყიდოს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.