Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გერმანული ღვინო რისლინგის მიღმა

ელენე ცინცაძე

გერმანიის ხსენებისას თავდაპირველად ყველას ლუდი, ბრანდერბურგის კარიბჭე და, ალბათ, პრეტცელები გაუელვებს თავში, თუმცა ახლა აქ გერმანული ღვინის ინდუსტრიის შესახებ მოგიყვებით. ქვეყანა ყველაზე ცნობილი თავისი მაღალი ხარისხის რისლინგის წარმოებითაა, რომელიც მდინარე რაინისა და მოზელის მიმდებარე ტერიტორიებზე მოჰყავთ, თუმცა გერმანელი მეღვინეები ამტკიცებენ, რომ რისლინგის გარდა სხვა ჯიშებისგან შესანიშნავი ღვინის წარმოებაც შეუძლიათ, რაც ნაწილობრივ კლიმატის ცვლილების დამსახურებაცაა. ამის თვალსაჩინო მაგალითი გერმანული შპეტბურგუნდერი (Spätburgunder). მეღვინეობის თვალსაზრისით გერმანიაში ერთ-ერთი წამყვანი მევენახეობის საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებაცაა, გაიზენჰაიმის უნივერსიტეტი. ბოლო დროინდელი მონაცემებით ქვეყანაში ვენახი 102 000 ჰექტარზე იყო გაშენებული, რითიც ქვეყანა მე-14 ადგილს იკავებს მსოფლიოში.

თეთრი ვაზის ჯიშები ვენახების დაახლოებით 66%-ს შეადგენს. გასაკვირი არ არის, რომ რისლინგი ლიდერობს და მთლიანი რაოდენობის 23%-ია. მისი ფართობი 1995 წლიდან იზრდება. იმ წელს Müller-Thurgau  ყველაზე დარგულ ჯიშად დასახელდა, თუმცა, მისი ფართობი თითქმის განახევრდა და 2017 წელს იგი ვენახების მხოლოდ 12%-ს შეადგენდა. მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად სწორედ ისაა გერმანიის მეორე ყველაზე გავრცელებული ჯიში.

დაახლოებით 6,400 ჰექტარია Pinot Gris (ცნობილი, როგორც Grauburgunder). მისი ვეისბურგუნდერის ნარგავები - იგივე Pinot Blanc - აღემატება 5300 ჰა-ს და რეალურად ლიდერობს კიდეც მსოფლიოში.
Silvaner დაახლოებით 4,850 ჰექტარზე იყო გაშენებული 2017 წელს, მაგრამ კლების ტენდენცია აშკარად შეინიშნება, Kerner კი 2,500 ჰექტარზეა და კიდევ უფრო სწრაფად იკლებს მისი რაოდენობა. სხვა კლებადი ჯიშები, როგორიცაა Bacchus, Scheurebe და Gutedel (Chasselas) ჯერ კიდევ ასობით ჰექტარს შეადგენს.

შარდონე, პირიქით, მატულობს და 2000 ჰექტარს სცდება. Sovignon Blanc ქვეყანაში არ დაფიქსირებულა 1995 წელს, მაგრამ 2017 წლისთვის ვენახი 1100 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. 
Spätburgunder-ს ფართობი ახლა 12000 ჰექტრამდეა,  დორნფელდერი კიდევ უფრო აქტუალური ხდება და მისი რაოდენობა 8000 ჰექტარს შედგენს. 
Portugieser , Trollinger ( Schiava ) და Schwarzriesling ( Pinot Meunier ) ყველას შემთხვევაში კლება შეინიშნება, მაგრამ თითოეული მინიმუმ 2000 ჰექტარზეა გაშენებული. Lemberger  (Blaufrankisch) , Regent , Merlot და Cabernet Sovignon-ს შემთხვევაში კი პირიქით, უფრო და უფრო მეტ ადამიანს მოჰყავს წლიდან წლამდე.

Silvaner ახასიათებს ვაშლის, ფორთოხლის, ცხრატყავას, თივისა და მსხლის არომატები. როგორც წესი, ავითარებს ელეგანტურ ნოტებსა და სასიამოვნო, გამაგრილებელ ღვინოდ იქცევა. უხდება ქათამსა და შემწვარ ხბოს. Kerner ხასიათდება როგორც ხალისიანი, “ხრაშუნა”, საზაფხულო ღვინო. იგრძნობთ ატმის, ვაშლის, მუსკატისა და თაფლის არომატებს. მიირთვით სალათებთან და ყველთან ერთად. Bacchus-ისგან წარმოებულ ღვინოში იგრძნობთ ლაიმს, პიტნას, მუსკატს, ვაშლსა და ატამს. არის ძალიან სასიამოვნო ღვინო, რომელსაც გერმანიის სხვადასხვა რეგიონებში აწარმოებენ. მიუხედავად იმისა, რომ ღვინო საკმაოდ აქტუალური პროდუქტია გერმანიაში, მისი წარმოდგენა ლუდის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.

ცოტა რამ გერმანული ღვინის წარმოების ისტორიის შესახებ

შუა საუკუნეებში ქრისტიანულმა ეკლესიამ, განსაკუთრებით ცისტერციანებისა და ბენედიქტინების მონასტრებმა დიდი გავლენა მოახდინა მეღვინეობის განვითარებასა და გერმანიაში ხარისხიანი ღვინის წარმოებაზე. იმ დროს გერმანული ღვინის ორი ყველაზე ცნობილი - Rheingau-ს რეგიონის ღვინის საწარმოები Schloss Johannisberg და Kloster Eberbach - დაარსდა და იქ ღვინო თითქმის 900 წელია იწარმოება.

გერმანიის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჯიში, რისლინგი, პირველად რაინგაუში 1435 წელს დაფიქსირდა და მალევე გაიკვალა გზა მოზელისკენ. 1720 წელს Schloss Johannisberg გახდა პირველი დიდი ვენახი, რომელიც  ექსკლუზიურად ამ ჯიშისთვის გაშენდა. მე-19 საუკუნისთვის რაინის ღვინოებს უფრო მაღალი ფასი ჰქონდა, ვიდრე ბორდოს ღვინოებს.

გერმანიის ღვინის მრეწველობის ხარისხმა მე-20 საუკუნეში მკვეთრად დაიწია, გააფართოვეს ნარგავები ნაკლებად ხელსაყრელ ადგილებში, მოსავლიანობა ისე გაიზარდა, რომ, ხარისხი სერიოზულად დაზარალდა. თუმცა უდიდესი გერმანელი მწარმოებლები და ღვინოები არასოდეს დაკარგულა და მე-20 საუკუნის ბოლოდან დიდი ძალისხმევით ხარისხი გაუმჯობესდა. მოსავლიანობის რაოდენობა ახლა კანონითაა შეზღუდული, ბევრი ტოპ მწარმოებლის გაერთიანებული ძალისხმებით კი ჩამოაყალიბა ასოციაცია VDP (იხილეთ გერმანული ღვინის ეტიკეტები ). VDP-ის აკონტროლებს და ყურადღებას ამახვილებს ხარისხზე და არა რაოდენობაზე.

ლუდი გერმანული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, ლუდის მრეწველობა მსოფლიოში მრავალი თვალსაზრისით ლიდერობს. სულ დაახლოებით 1300 ლუდსახარში და 5000 ბრენდია. ამ ლუდსახარშების თითქმის ნახევარი კი ბავარიის შტატში მდებარეობს.  მიუხედავად იმისა, რომ Beck's of Bremen არის ყველაზე ცნობილი ლუდსახარში, მისი წარმოება Oettinger-ის (Oettingen) მხოლოდ ნახევარი თუა. დიდი წარმოებით გამოირჩევა Kromacher (Kreuztal) და Bitburger. 

Wine Searcher-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით გერმანიაში ყველაზე პოპულარულ ღვინოს აწარმოებს Weingut Egon Müller, ის ექსკლუზიურად აწარმოებს ღვინოს რისლინგის ყურძნიდან, რომელთაგან ყველაზე პოპულარულია Scharzhofberger Kabinet. უფრო ვრცლად გერმანული ღვინის წარმოების შესახებ Wine Searcher-ზე გაეცნობით. 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.