Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გაზირებული სიფხიზლე

საფრანგეთში გაყიდვაში გამოვიდა ახალი, გაზირებული სასმელი Outox, რომელიც მისი მწარმოებლების თქმით, ორგანიზმიდან ალკოჰოლის გამოდევნის პროცესს აჩქარებს. 250 მლ. მოცულობის ბოთლებში ჩამოსხმული გაზირებული სასმელის რეცეპტი, კოკა-კოლას მსგავსად,  გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ, რომ მის შემადგენლობაში ფრუქტოზა, ასკორბინის მჟავა და არომატული დანამატები შედის. სასმელი ჯერჯერობით მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით გაიყიდება, მომავალში კი მწარმოებლები მსხვილ სავაჭრო ქსელებთან, სუპერმარკეტებთან, რესტორანებთან, ბარებთან, დისკოთეკებთან და ღამის კლუბებთან აპირებენ თანამშრომლობას.

  ამ სიახლეს სკეპტიკოსებიც გამოეხმაურნენ და სასმელის უნიკალური თვისებები ეჭვქვეშ დააყენეს. საფრანგეთის ალკოჰოლური დამოკიდებულების პრევენციის ასოციაციის პრეზიდენტი, დოქტორ ალან რიგო ხუმრობს, რომ თუკი ვინმემ მართლაც შეძლო ისეთი სასმელის გამოგონება, რომელიც ადამიანის ორგანიზმიდან ალკოჰოლს გამოდევნის, მაშინ მას მართლაც ეკუთვნის ნობელის პრემია. დოქტორი რიგო და მისი კოლეგები შიშობენ, რომ ამ სასმელმა შეიძლება პირიქით, ჩვეულებრივზე უფრო მეტის დალევისკენ უბიძგოს ადამიანს და მისი ჯადოსნური თვისების იმედით მანქანის საჭესთანაც  ნასვამი დაჯდეს.
  აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში ადრეც გამოუშვეს გამომაფხიზლებელი სასმელი, რომელსაც Security Feel Better ეწოდება. 2006 წელს ეს სასმელი აკრძალეს და მხოლოდ მას შემდეგ დააბრუნეს ბაზარზე, რაც კომპანიამ სარეკლამო სლოგანი “სისხლიდან ალკოჰოლის გამოდევნის”  ნაცვლად “ნაბახუსევის შემამსუბუქებელი” ტერმინით შეცვალა.  
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.