Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ზაზა ჯაყელი, ჯაყელების ღვინო - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (42)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

გქვონდა შედარებით მცირე მარანი, რომელიც არ იყო კეთილმოწყობილი და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აგვეშენებინა უფრო კომფორტული მარანი, სადაც ასევე მოვახერხებდით ქვევრების ჩაყრასაც. ეს პროცესი კი დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

გაშენებული გვაქვს საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ხოლო ქისის, რქაწითელის და კახური მწვანის ვენახები იჯარით გვაქვს.  ასევე საფერავის, რქაწითელის, მწვანეს, ხიხვის, ქისის საჩვენებელი ვენახის გაშენებას ვაპირებთ მარნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ვაწარმოებდით საფერავს, რქაწითელი-ქისი, რქაწითელი-მწვანე, ქისი რასაც დაემატა ქვევრის, კახური მწვანე, რქაწითელი, რქაწითელი-მწვანე, ქისი.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

ჩვენი ღვინოები ძირითადად იყიდებოდა ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებში, ასეთი იყო მაგალითად ვინოთეკა, ვინომანია, ღვინო ანდერგრაუნდში.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტია ქართული ბაზარი, სადაც  ძალიან დიდი მოთხოვნაა ჩვენს ღვინოებზე და სწორედ ამიტომ 2 წელია ექსპორტი არ შეგვისრულებია.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ჩემი აზრით, ქართულ ღვინის ბაზარს აკლია ღვინის სპეციალისტები, რომლებიც აუხსნიან მომხმარებელს ამათუიმ პროდუქციის შესახებ.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ღვინის ბაზარის განვითარებას ხელს შეუწყობს ღვინის სასწვალებლების გახსნა, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომ ფასებში.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

ვურჩვედი, რომ თავიდანვე მიაქციონ ყურადღება, რომ ვენახი აუცილებლად იყოს შეწამლული ბიო პრეპარატებით.

მარნის დასახელება:  ჯაყელების მარანი

მარნის მისამართი: თელავის რაიონი სოფელი ვარდისუბანი

ტელეფონი: +995 599 55 41 33, +995 599 77 70 79

ელფოსტა: zaza.jakeli59@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: jakeli wines.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული