Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

განგაში ბულგარეთის ვენახებში

ბულგარეთში, პლოვდივის მხარეში მდებარე ორი სოფლის - პიპერიცასა და ლეხოვოს ვენახებს უცნობი დაავადება შეეყარა. “ფოთლები ხმება, ქვემოდან თითქოს ხავსი ედება. ასეთი რამ ადრე არასოდეს გვინახავს,” – ჰყვება ემილ ზლატანიცი, რომელიც სოფელ ლეხოვოში 100 ჰექტარ ვენახს ფლობს. ადგილობრივებს წარმოდგენაც არა აქვთ, როგორ ებრძოლონ დაავადებას. რამდენიმე დღეში კიდევ ერთხელ შეწამლავენ ვენახებს, თუმცა არ იციან, კონკრეტულად რომელი პრეპარატით შეიძლება ნერგების განკურნება. სწორედ ამიტომ ბატონმა ზლატანიცმა დახმარებისათვის პლოვდივის მეხილეობა-მებოსტნეობის ინსტიტუტს მიმართა და სთხოვა, დაავადების დასადგენად მათთან სპეციალისტი გაეგზავნათ. მეზობელი სოფლების მევენახეები დიდად შეშფოთებულნი არიან, ვენახის განადგურება მათი ბიზნესის ჩაძირვას ნიშნავს, ისინი ხომ შემოსავალს ყურძნისა და ღვინის გაყიდვიდან იღებენ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული