Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფსონი ჩინეთზე

რუმინელი მეღვინეები ვარაუდობენ, რომ უახლოეს სამ წელიწადში ჩინეთი ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი გახდება. მართალია, პირველი კარპატული და დუნაის ღვინოები ჩინეთში მხოლოდ ერთი წლის წინ გამოჩნდა, მაგრამ პირველივე შეტანის შემდეგ მწარმოებლები ციურ იმპერიას ექსპორტის ტრადიციული ევროპული მიმართულების მნიშვნელოვან ალტერნატივად განიხილავენ. და მართლაც, ამ მიზნით ჩატარებული მარკეტინგული კვლევები ძალზე ოპტიმისტურია – რუმინელი მეღვინეები ჩინეთში 91 მილიონი ლიტრი ღვინის გაყიდვას გეგმავენ. მეტიც, სააგენტო Xinhua იტყობინება, რომ ზოგიერთი მსხვილი საწარმო, რომელთაც ჩინელი ინვესტორების მხარდაჭერა აქვთ, გეგმავს სპეციალიზებული "ღვინის ტერმინალის" გახსნას გალათის პორტში, რომელიც რუმინელ მეღვინეებს საექსპორტო პრობლემებს შეუმსუბუქებს. გასულ თვეში კი რუმინული Domenile Tohani-ს მეურნეობის მესვეურებმა განაცხადეს, რომ ჩინეთში მარნის მშენებლობას გეგმავენ.

© ღვინის კლუბი/“Weekend“



ხომ არ იცით რუმინეთი სულ რამდენს აწარმოებს? www.vino.ge


ვიკიპედიის მიხედვით 545,700 ტონას.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული