Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფრანგი მეღვინეები პოზიციებს თმობენ

2015 წლისთვის საფრანგეთმა, შესაძლოა, დაკარგოს მსოფლიოში ღვინის უპირველესი მწარმოებლის ტიტული, მისი ადგილი კი ესპანეთმა დაიკავოს - ასეთ პროგნოზს აკეთებენ საფრანგეთის დამოუკიდებელი მეღვინეები. კვლევითი ცენტრის (Credoc) მონაცემებით, 2015 წლისთვის ფრანგული ღვინის წლიური წარმოება 43,9 მილიონ ჰექტოლიტრამდე შემცირდება - შედარებისთვის, 200-2004 წლებში ეს მაჩვენებელი 52,8 მილიონ ჰექტოლიტრს შეადგენდა.

ფრანგული ღვინის მოხმარებამ ქვეყნის შიდა ბაზარზეც იკლო, ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია წითელი ღვინის შემთხვევაში. მისი მოხმარება, საერთო ჯამში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 2,6%-ით დაეცა და სავარაუდოდ, ყოველწლიურად 1,1%-ით განაგრძობს ვარდნას. ამის მიზეზად ფრანგების მიერ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელდება - ისინი სადილობისას ღვინოს ახლა უფრო ხშირად უალკოჰოლო სასმელებს ამჯობინებენ.
რაც შეეხება ექსპორტს - საფრანგეთი აქაც ნელ-ნელა თმობს პოზიციებს და დასავლეთ ევროპის, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთისა თუ იაპონიის ბაზრის წილებს ე.წ. ახალი სამყაროს წამომადგენელ კონკურენტებთან იყოფს.
საფრანგეთის დამოუკიდებელი მეღვინეები, რომლებიც ფრანგული ღვინის თითქმის ნახევარს აწარმოებენ, შეაშფოთა ამგვარმა არასახარბიელო პროგნოზმა. ისინი მზად არიან, ყველა ღონე იხმარონ ღვინის ბაზარზე არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად და მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.