Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რქაწითელი-ქისი-ხიხვი, ნაოტარი, 2013

სოფელ ჭიკაანში, ნაოტარის ზვრებში მოყვანილი სამი ჯიშიდან, რქაწითლიდან, ქისიდან და ხიხვიდან დაყენებული ღვინოა (პროცენტული შეფარდება – 40-40-20%). ქვევრში, კახური ტრადიციული წესითაა ჩაწურული და დავარგებული, 3 თვე ჭაჭაზე და კლერტზე. ქარვისფერი ღვინოა, პირველივე სურნელებში მცენარეულ და თხილის და ნიგვზის სურნელს იგრძნობთ, რომელსაც ქართული სუნელების არომატი ავსებს. დაბოლოებაში მცირედი ყავის ტონებიც მოჩანს. ძლიერი, მაღალტანინიანი, ახალგაზრდა ღვინოა, კარგი მისაყოლებელია საქონლის და ღორის მოხარშულ ხორცთან.

2015 წლის შემოდგომის დახასიათება

ძალზე სასიამოვნო გარეგნობით გამოირჩევა ეს ღვინო, კამკამა ქარვისფერია. სოფ. ჭიკაანთან, ნაოტარის ცნობილ ზვრებში დაკრეფილი სამი ჯიშიდანაა ღვინო დაყენებული. პირველი სურნელი ძალიან ეფექტური აქვს, სადაც მოტკბო სურნელებს მცენარეული ერწყმის. ეს დაგემოვნებისას უფრო ცხადი ხდება, – თაფლის ნამცხვარი, იმერული ზაფრანა, ფორთოხლის ცედრა. ღვინო სასიამოვნო, ძლიერი ტანინებით ხასიათდება და ხანგრძლივი დაბოლოება აქვს.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული