Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფრანგები უარს ამბობენ ღვინოზე?

როგორც ახალმა გამოკვლევებმა აჩვენა, ფრანგები, ღვინის მაღალი კულტურის მქონე ქვეყნის შვილები, თანდათან უარს ამბობენ ღვინის სმაზე. როგორც ახალი ტენდენციები გვიჩვენებს, ფრანგები ღვინოს არა რეგულარულად, არამედ იშვიათად, შემთხვევიდან შემთხვევამდე თუ სვამენ. ასეთი შემაშფოთებელი შედეგები აჩვენა სპეციალურად ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც 15 წელზე მეტი ასაკის 4 ათასი ფრანგი მონაწილეობდა. როგორც აღმოჩნდა, ბოლო 30 წლის განმავლობაში საფრანგეთის მოსახლეობაში ღვინის აქტიურად მომხმარებელთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა. როგორც საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთმა სამსახურმა France AgriMer-მა გამოარკვია, 2010 წელს ქვეყანაში ღვინის მოხმარება წლის განმავლობაში სულზე 46 ლიტრამდე დაეცა მაშინ, როდესაც 1976 წელს ეს მაჩვენებელი 104 ლიტრს შეადგენდა. 2010 წელს გამოკითხულთა 45-მა პროცენტმა განაცხადა, რომ კვირაში 1-2-ჯერ სვამენ ღვინოს, არადა 1980 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 30%-ს უდრიდა. მეორე მხრივ, 1980 წელს გამოკითხულთა 51-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ღვინოს თითქმის ყოველდღე სვამდა, 2010 წელს კი ამ მმაჩვენებელმა 17% შეადგინა. 2010 წელს გამოკითხულთა 24% სვამდა ღვინოს სადილად, 32 წლის წინ კი მათი რაოდენობა გამოკითხულთა 50%-ს შეადგენდა. ექსპერტები ამგვარ სტატისტიკას იმით ხსნიან, რომ ფრანგები რაოდენობას ხარისხს ამჯობინებენ - მათი აზრით, ჯობია ცოტა, მაგრამ ხარისხიანი ღვინო დალიო. ვინაიდან ხარისხიანი ღვინო ძვირი სიამოვნებაა, ამიტომაც ფრანგები ვეღარ აძლევენ თავს უფლებას, ის ყოველდღე მიირთვან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული