Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოს საუკეთესო რესტორნის ღვინის კოლექცია გასაყიდად გამოაქვთ

როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთმა სახელგანთქმულმა შეფმზარეულმა - ფერან ადრიამ თავისი ცნობილი რესტორნის - ElBulli-ს დახურვის შესახებ განაცხადა, ბევრი გურმანი შოკირებული დარჩა. თუმცა ახლა მათ შეუძლიათ დამშვიდდნენ, რადგან ამ რესტორნის მარნიდან გასაყიდად გამოტანილი ელიტური ღვინოების შეძენის შესაძლებლობა მიეცემათ. El Bulli-ს მარნიდან ღვინოს სოთბის 2 აუქციონზე გამოიტანენ, რომლებიც 2013 წლის 3 აპრილს ჰონკონგში, 26 აპრილს კი ნიუ-იორკში გაიმართება. სულ დაგეგმილია 8807 ბოთლი ელიტური ღვინის გაყიდვა. აღსანიშნავია, რომ მეღვინეობის ელიტურ რეგიონებში: შამპანში, ბურგუნდიასა და ბორდოში წარმოებული რამდენიმე სახეობის ღვინო სპეციალურად ფერან ადრიას რესტორნისთვის იყო ჩამოსხმული. გასაყიდი კოლექციის ყველაზე ძვირად ღირებულ ლოტად Romanee Conti-ს 1990 წლის ჩამოსხმის სამი ბოთლი ითვლება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ღვინოს 32-47 ათასი დოლარის ფარგლებში გაყიდიან. თუმცა, აპრილის აუქციონზე მხოლოდ ძვირად ღირებული ღვინოები არ იქნება გამოტანილი, მაგალითად, 1999 წლის მოსავლის Cuvee Prestige de Caroline დაახლოებით 50 დოლარი ეღირება. აუქციონის ორგანიზატორები ღვინოების გაყიდვიდან დაახლოებით 1,6 მილიონი დოლარის შემოსავალს ელოდებიან. შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება El Bulli-ს ფონდის ანგარიშზე. ეს ორგანიზაცია, რომელიც კულინარიის ხელოვნების შესწავლისა განვითარების პროგრამებს ახორციელებს, ფერან ადრიამ დააარსა. გარდა ამისა, შემოსული თანხებით დაფინანსდება ინტერნეტ პორტალი Bullipedia, რომელიც ვიკიპედიის გასტრონომიული ანალოგი იქნება. შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფერან ადრია მსოფლიოს შეფმზარეულთა ათეულში შედის, მისი რესტორანი  El Bulli,რომელიც შეფმა 2011 წელს დახურა, ჟურნალ Restaurant-ის მიერ 5-ჯერ იყო დასახელებული მსოფლიოს საუკეთესო რესტორნად. გარდა ამისა El Bulliმიშლენის სამ ვარსკვლავსაც ფლობდა. პოპულარობის ზენიტში მყოფი რესტორნის დახურვის მიზეზად ადრიამ თავისი ხელოვნების მორიგ სიმაღლეზე აყვანის სურვილი დაასახელა - მას კულინარიული უნივერსიტეტისა და საკუთარი ფონდის შექმნა აქვს განზრახული. გარდა ამისა, ესპანელმა შეფმზარეულმა განაცხადა, რომ ძალზე დაღალა 15-საათიანი გრაფიკით მუშაობამ და ცოტა ხნით დასვენება სურს, რის შემდეგაც საქმიანობას უკვე სხვაგვარ ამპლუაში გააგრძელებს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული