Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფეხბურთის ვარსკვლავი ღვინის კოლექციას ყიდის


ახლახან ჰონკონგში გაიმართა აუქციონი, რომელზეც ცნობილი შოტლანდიელი ფეხბურთელისა და ლეგენდარული მწვრთნელის - სერ ალექს ფერგიუსონის კუთვნილი ღვინოების კოლექცია გაიყიდა. გაყიდვებიდან შემოსულმა თანხამ 3,8 მილიონი დოლარი შეადგინა. ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი Romanee-Conti და Chateau Petrus აღმოჩნდა, თუმცა კოლექციის ყველა ბოთლი როდი გაიყიდა, ყოველი მეათე კვლავ ძველ მფლობელს დაუბრუნდა. დარჩენილ ღვინოებს 5 ივნისს ლონდონში გაყიდიან, 9-დან 23 ივნისის ჩათვლით კი online ვაჭრობა გაიმართება. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ელიტური ღვინოების შეგროვება 1990-იანი წლებიდან დაიწყო და ძირითადად Romanee-Conti-ის შეძენით იყო დაინტერესებული.

Christie's-ის ღვინის განყოფილების ხელმძღვანელის, დევიდ ელსვუდის თქმით, აუქციონზე განსაკუთრებით ჩინელები აქტიურობდნენ, თავად ვაჭრობა კი “არაჩვეულებრივი შედეგით” დასრულდა და კრიტიკოსთა მიერ აღიარებული ბურგუნდიული ღვინის მომხმარებელთა დიდი ინტერესი დაიმსახურა.

აუქციონზე ყველაზე ძვირადღირებული Romanee-Conti აღმოჩნდა. საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ 1997 წლის ღვინო დასახელდა, რომელიც 156 ათას დოლარად გაიყიდა.

1999 წლის Romanee-Conti-ის ექვსი ბოთლი კი 142 ათას დოლარად შეიძინეს. ზოგ ღვინოს საჩუქრად “მანჩესტერ იუნაითედის” მაისური მოჰყვებოდა, იმ კლუბის, რომლის მწვრთნელიც დიდი ხნის განმავლობაში გახლდათ ფერგიუსონი, ზოგ ბოთლს კი მისი ავტოგრაფი ამშვენებდა. 

ასევე საკმაოდ ძვირად ღირებული აღმოჩნდა 1999 და 1988 წლების Petrus-ის 12-ბოთლიანი კოლექცია. 6 ბოთლისაგან შემდგარი თითო კეისი 28,4 ათას დოლარად შეიძინეს.

© ღვინის კლუბი /Weekend     

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული