Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფერმერებს ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარება აუკრძალეს

კახეთში ფერმერებს ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარების საშუალებას არ აძლევენ. შესაბამისი მითითება ფერმერებს ძალოვანებისგან აქვთ მიღებული. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერად იმ მევენახეს მიიჩნევს, რომელსაც 10 ჰექტარზე მეტი ვენახი აქვს.
როგორც ფერმერებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვენახს დაკრეფენ და ყურძენს ჩასაბარებლად ღვინის ქარხნებში შეიტანან, მათ პრობლემები შეექმნებათ.
ერთ-ერთი ფერმერის განცხადებით, რომელმაც საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება არ ისურვა, მას დაკრეფილი ყურძნის ჩაბარების საშუალება არც გასულ წელს მისცეს. `ღვინის ქარხნიდან უკან გაგვაბრუნეს. ყურძნით დატვირთული სატვირთო მანქანები წვენისგან დაიცალა. ათობით ჰექტარი ვენახი მაქვს და გასული წლის ზარალის შემდეგ აღარ დამიმუშავებია~, - ამბობს ფერმერი.
რთველი – 2009 საკოორდინაციო შტაბის უფროსის ტარიელ გაბუნიას განცხადებით, ფერმერებზე ზეწოლის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს.
 
fact.ge

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.