Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ევროპის უძველესი ღვინო

არქეოლოგები, რომლებიც საბერძნეთის ძველ დასახლება Dikili Tash-ში მუშაობდნენ, ირწმუნებიან, რომ ევროპაში უძველესი, 6200-წლის წინანდელი ღვინო აღმოაჩინეს. ამ დასახლებაში არქეოლოგებმა სამუშაოები ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყეს, თუმცა მხოლოდ ახლაღა, როცა ნეოლითის ხანის საცხოვრისს (თარიღდება 4500 ჩვ.წ.აღ.-მდე) თხრიდნენ, აღმოაჩინეს ღვინის კვალი. როგორც მეცნიერები ამბობენ, მათ მიაკვლიეს ყურძნის ათასობით წიპწასა და კანს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადგილას ყურძენი იწურებოდა. ანალიზისას კი დადგინდა, რომ წიპწები და კანი მინიმუმ 6200 წლის წინ დაწურული ყურძნის ნარჩენებია. 
“სითხის მხოლოდ კვალიღა ჩანს, რომელიც თიხის ჭურჭელზეა შემორჩენილი. ცოტა ხნის წინ ჩატარებული ანალიზის შედეგები კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ ჭურჭელში ღვინის დუღილის პროცესი მიმდინარეობდა,” – განმარტავს ერთ-ერთი არქეოლოგი, დიმიტრა მალამიდუ. 
ღვინის ნარჩენის ზუსტი ასაკის დასადგენად მეცნიერებმა უახლესი მეთოდები გამოიყენეს და დაასკვნეს, რომ ღვინო დაახლოებით ჩვ. წ. აღ.-მდე 4200 წელს უნდა დაეწურათ. 
თუკი მორიგი გათხრებისას ფრანგ და ბერძენ მეცნიერთა აღმოჩენა არ გაბათილდა, მეცნიერებს შეეძლებათ განაცხადონ, რომ ევროპის ტერიტორიაზე დღესდღეობით ყველაზე ძველი ღვინო აღმოაჩინეს. 
თუმცა უნდა აღინიშნოს, პენსილვანიის უნივერსიტეტის ბიომოლეკულური ლაბორატორიის ხელმძღვანელმა და წიგნის - Uncorking the Past and Ancient Wine-ის ავტორმა პატრიკ მაკგოვერნმა უფრო დიდი აღმოჩენა გააკეთა, რომელსაც საბერძნეთის ახალი აღმოჩენა, სამწუხაროდ, ვერ გაუტოლდება. იმ ვერსიის უარყოფა, რომ ღვინო თურქეთის აღმოსავლეთში მდებარე ტაურუსის რეგიონის, კავკასიონისა და ირანის ზაგროსის მთათა სისტემის რაიონში წარმოიშვა, ჯერ კიდევ ნაადრევია – სწორედ ამ რეგიონში აღმოაჩინა მაკგროვენმა ღვინის ნაკვალევიანი თიხის ჯამი, რომელიც, მეცნიერთა აზრით, 7200 წელს უნდა ითვლიდეს. 
 
© ღვინის კლუბი/Weekend
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.