Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ექვსი რჩევა ღვინის მოყვარულთათვის

ღვინის დალევა ბევრ ჩვენგანს უყვარს, მაგრამ განა ყველამ ვიცით როგორ ვისიამოვნოთ ისე, რომ სიმთვრალისაგან გონი არ დავკარგოთ? ამასთან დაკავშირებით მეცნიერები რამდენიმე რჩევას გვიზიარებენ:

    1. არ აჩქარდეთ: როდესაც სწრაფად სვამთ, სისხლი ასევე სწრაფად იჟღინთება ალკოჰოლით. რამდენად სწრაფად დათვრებით, ეს მხოლოდ სასმლის სიმაგრეზე კი არა, სმის სისწრაფეზეც არის დამოკიდებული. უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, ერთი და იგივე ეფექტი გექნებათ, თუ საშუალო ზომის ერთ ბოკალ ღვინოს ნახევარი საათის განმავლობაში დალევთ, ერთ ულუფა არყიან მარტინის კი - ერთ საათში. თუმცა მარტინის შემთხვევაში ეს ეფექტი უფრო ხანგრძლივი იქნება, ვიდრე ღვინის დალევისას.
    2. დალიეთ დღის მეორე ნახევარში და თანაც გრილ ადგილას. დღის პირველ ნახევარში ორგანიზმი კალორიებსა და სითხეს იმარაგებს, ამიტომ თუ ასეთ დროს ალკოჰოლს მივირთმევთ, ამ პროცესს ხელს შევუშლით და ძალიან მძიმე სიმთვრალე გვექნება. გარდა ამისა, ზაფხულში დღის პირველ ნახევარში საკმაოდ ცხელა, ოფლთან ერთად ორგანიზმი სითხეს კარგავს. ამის გამო კი უფრო მალე დათვრებით, ვიდრე გრილ ამინდში.
    3. გირჩევთ, დალევის წინ ისეთი საკვები მიირთვათ, რომელიც მცენარეულ ზეთს ან ცხიმს შეიცავს. ცხიმი ხომ სისხლში ალკოჰოლის შეწოვას აფერხებს. მაგალითისთვის, მიირთვით ერთი მუჭა მარილიანი თხილი, ყველიანი კრეკერები ან ზეთისხილი.
    4. აირჩიეთ ღია ფერის სასმელი. რაც უფრო მუქია ღვინო, მით უფრო რთულია ნაბახუსევიდან გამოსვლა. ასევე გირჩევთ, მიირთვათ ძვირიანი ღვინო, რადგან ასეთი სასმელი უფრო ხარისხიან კასრებში ინახება და უკეთ იწმინდება. დაწმენდისას კი დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებები გამოიდევნება.
    სპირტიანი სასმელი არასოდეს გააზავოთ დიეტურ გაზიან სასმელში. ამით ორგანიზმს კი არ დაიცავთ, არამედ უფრო მეტად ავნებთ. ჩვეულებრივი გაზიანი სასმელი მეტ კალორიას შეიცავს, რაც ალკოჰოლის ათვისებას ანელებს. დიეტურ გაზიან სასმელებში კი შაქარი საერთოდ არ არის, ამის გამო კი უფრო მალე და თანაც ძალიან მაგრად დათვრებით.
    5. მამაკაცებს ვურჩევთ, ლხინისას ქალბატონებიც თან იახლონ. უნდა აღინიშნოს, რომ კაცის ორგანიზმი 20-30%-ით მეტ სითხეს შეიცავს, ვიდრე ქალისა, ამიტომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები უფრო ნელა ითვისებენ ალკოჰოლს, ვიდრე მამაკაცები. აქედან გამომდინარე, ასეთ შერეულ კამპანიაში უგონოდ დათრობის შანსი უფრო ნაკლებია, ვიდრე ძმაკაცების თავშეყრისას.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული