Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ექსპორტის შემცირება რუსეთსა და უკრაინაში. 2015 წლის იანვრის შედეგები

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტზე, როგორც მოსალოდნელი იყო, უდიდესი გავლენა იქონია პროდუქციის მთავარ საექსპორტო სახელმწიფოებში წარმოქმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა და შესაბამისად, მომხმარებელთა მსყიდველობითუნარიანობის დაქვეითებამ. 

მიმდინარე წლის იანვრის თვეში დრამატულად შემცირდა ღვინისა და ბრენდის გაყიდვებით მიღებული შემოსავალი. სხვაობამ, ღვინის შემთხვევაში 7 მლნ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ბრენდის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ, გასული წლის იანვრის თვესთან შედარებით,  3 მლნ დოლარით ნაკლები შეადგინა. სხვა სურათს აჩვენებს ჭაჭა, რისი ექსპორტი 34 %-ით აღემატება 2014 წლის დასაწყისის შედეგებს, თუმცა, თანხებრივად ეს ძალზე უმნიშვნელო მაჩვენებლია.

რუსეთის ფედერაცია უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური აქტორია ქართული ღვინის ძირითად საექსპორტო ბაზრებს შორის, როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, ისე შუა აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში. ამდენად, კრიზისი, რომლის წინაშეც რუსეთი დგას, საგრძნობლად დააზარალებს ეკონომიკურ გარემოს, რომელსაც ქართული ღვინის საექსპორტო მაგისტრალი მიემართება.

აქედან მომდინარეობს ქართული ღვინის ექსპორტის დრამატული შემცირების ტენდენცია, რომელიც 2015 წლის იანვრის თვეში დაფიქსირდა. აღნიშნულ პერიოდში გაყიდვების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა რუსეთის ფედერაციაში (87 %-ით, 2 354 334 ერთეულით), აზერბაიჯანში (70 %-ით, 31 716 ერთეულით), უკრაინაში (52 %-ით, 346 454 ერთეულით), ესტონეთში (49 %-ით, 27 300 ერთეულით), ყაზახეთში (17 %-ით, 39 138 ერთეულით). უმნიშვნელო, თუმცა, კლების ტენდენცია გამოიკვეთა პოლონეთსა და ლატვიაში, თუმცა, ეს ბაზრები, შეძლებისდაგვარად, ინარჩუნებს სტაბილურობას უზბეკეთთან და ლიტვასთან ერთად, სადაც იანვარში ექსპორტი მინიმალურად გაიზარდა. 

საპირისპიროდ, გაყიდვებმა საგრძნობლად იმატა აღმოსავლეთ აზიის რეგიონში - ჩინეთსა და იაპონიაში, სადაც სახელმწიფოს მხრიდან სპეციალური ზომები ტარდება ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციისთვის. აქვე უნდა მოვიხსენიოთ კანადა, რომლის გაყიდვების უკანასკნელი სტატისტიკა ავლენს 183 %-იან მატებას, ასევე ნიდერლანდები და ისრაელი. 

საბოლოო ჯამში, 2015 წლის იანვრის თვის მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტი 67 %-ითა და შესაბამისი 2 694 084 ერთეულით შემცირდა, თუმცა, ამ შემთხვევაში საკვანძოდ მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ აზიის რეგიონში ცალკეულ ბაზრებზე, მაგ. ჩინეთსა და იაპონიაში მატების იმედისმომცემი დინამიკა, რაც, ჯერ კიდევ 2014 წლიდან იღებს სათავეს. აღნიშნულ ტენდენციებს, ერთი მხრივ, განაპირობებს დიდ საექსპორტო სახელმწიფოებში არსებული ეკონომიკური კრიზისი, მეორე მხრივ კი - საქართველოში სახელმწიფოს მიერ შემუშავებული მარკეტინგული სტრატეგია, რაც, უპირველეს ყოვლისა, საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციას ითვალისწინებს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული