Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დოკუმენტალისტთა ჯგუფი აშშ-დან საქართველოს მეღვინეობის შესახებ ფილმს იღებს

ფოტო: ემილი რეილსბეკი

ამერიკელი რეჟისორი ჩიკაგოდან, ემილი რეილსბეკი და შტატებში აღიარებული სომელიე, ჯერემი ქუინი საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებენ. 

გადამღებმა ჯგუფმა უკვე იმოგზაურა საქართველოს რამდენიმე კუთხეში - ქართლში, გურიაში, იმერეთში, თუშეთსა და მესხეთში. ისინი ესტუმრნენ ზურაბ თოფურიძის (იბერიელი), ნათენაძეებისა და ზაზა დარსაველიძის (დასაბამი) მარნებს, მოინახულეს საქართველოს ძველი წელთაღრიცხვის მევენახეობა-მეღვინეობის არტეფაქტები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. მათი ინტერესი, ძირითადად, ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებული ნატურალური ღვინოებისადმია მიმართული. საქართველოში მათ ღვინის ტურიზმის ასოციაცია მასპინძლობს.

გადაღებები სულ ახლახანს დაიწყო და რამდენიმე თვეს გასტანს. ფილმის გუნდი საქართველოში ნოემბრის შუა რიცხვებამდე დარჩება. მარტისთვის ისინი პროექტის დასრულებას გეგმავენ, რის შემდეგაც დოკუმენტური ფილმი აშშ-ში ფესტივალზე იქნება წარდგენილი. როგორც ემილი რეილსბეკი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ფილმის მსოფლიო პრემიერა საქართველოში გაიმართება, მისი ამერიკული დებიუტი კი - ჩიკაგოში.

ქართველების სტუმართმოყვარეობით განცვიფრებული რეჟისორი ფიქრობს, რომ მას ბევრი აქვს სათქმელი მსოფლიოსთვის ქართული ღვინის შესახებ. 

„საქართველოში, რთველის სეზონზე ჩვენ თვალს მივადევნებთ ცხრა სხვადასხვა მეღვინეს. სხვადასხვა რეგიონიდან და სხვადასხვა გამოცდილებით. ჩვენი ფილმი ღვინის სათავეების, ქართული კულტურის შესახებ იქნება. ის წარმოაჩენს, თუ როგორ გამოხატავს ყველაზე კარგად ვაზი ქართულ იდენტობას და აძლიერებს მას პოლიტიკური ოკუპაციის წინააღმდეგ.“ - ამბობს ის ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული