Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დახვეწილი ფორმები

ერთ-ერთმა ავსტრალიურმა ღვინომ საერთაშორისო ჯილდო არა იმდენად საგემოვნო თვისებების, რამდენადაც ფორმის, უფრო სწორად კი, წარმატებული მარკეტინგული იდეის ხორცშესხმისთვის დაიმსახურა. ღვინის საწარმო Laurance Wines მონაკოში გამართულ ღვინის შოუზე - Femmes et Vins du Monde Concours International დააჯილდოვეს. ეს კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და წარმოდგენილი სასმელები ამჯერად 28 ქალისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის იმდენად მოეწონა ავსტრალიის რეგიონის - Margaret River-ის ზვრებში მოყვანილი, დაიან ლორენსის ღვინო Icon-ის ბოთლის ფორმა, რომ მას პირველი პრიზი მიანიჭეს დიზაინისთვის. “ეს ძალიან სექსუალური ფორმის ბოთლია”, - აღნიშნა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ჯილდოს გადაცემისას. ბოთლის ეტიკეტზე  გამოსახულია ის სამმეტრიანი ქანდაკება, რომელიც Laurance Wines-ის მარანთანაა აღმართული და რომელსაც ეწოდება “ჩიტივით თავისუფალი”. ბოთლის ფორმა თვითონ მის ლოურენსმა მოიფიქრა და, მართალია, ზოგიერთმა კრიტიკოსმა მას კეგლი და ლამპის სადგამი უწოდა, მაგრამ დიზაინი მაინც წარმატებული გამოდგა და მის გარშემო ატეხილი ხმაური ახალი ღვინისთვის წარმატების საფუძველიც აღმოჩნდა.

© ღვინის კლუბი/Weekend



ასეთი ქანდაკება რამის ნახევარი საუკუნეა წერეთელზე,გამოფენაზე დგას ჩვენთან... :)))

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.