Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დღეს ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნება


თბილისში ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება. ღონისძიებას დღეს, 19:00 საათზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი გახსნის.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI) მხარს უჭერს ქვევრის ღვინის პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმს. მისი მიზანია, 3 დღის განმავლობაში უმასპინძლოს ღვინისა და ღვინის ტურიზმის საერთაშორისო სპეციალისტებს, გააცნოს ქვევრის ღვინის ტრადიცია, ქვევრის უნიკალურობა, ქართული ღვინის ისტორია და, ამასთანავე, ხელი შეუწყოს როგორც ქვევრის ღვინის წარმოჩენას, ისე ღვინის ტურიზმის სამომავლო განვითარებას საქართველოში.
სიმპოზიუმის ინიციატორების, ორგანიზატორებისა და პარტნიორების მიერ შექმნილი პროექტის თანახმად, ღონისძიება ემსახურება ქართული ქვევრის ღვინის, ასევე, ზოგადად, საქართველოში წარმოებული ღვინისა და ღვინის ტურიზმისადმი ინტერესის გაძლიერებასა და ცნობადობის ამაღლებას.
სიმპოზიუმის ფარგლებში მონაწილეთათვის ჩატარდება ლექციები, ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისთვის გაიმართება შეხვედრები, ღვინის დეგუსტაციები, ვიზიტები ტრადიციულ და თანამედროვე ღვინის მარნებში, ქართული სამზარეულოს, მრავალმხმიანი სიმღერის, უძველესი ტრადიციებისა და, ზოგადად, ქართული კულტურის გაცნობა.
ქვევრის ღვინის პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებს 60-მდე უცხოელი სტუმარი (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, უკრაინა, თურქეთი, ჩილე, პოლონეთი, ჩეხეთი), ღვინის ექსპერტები, ღვინის ტურიზმისა და მარკეტინგის პროფესიონალები, ღვინის ეთნოგრაფები, მეცნიერები და მკველევარები. სიმპოზიუმს უცხოელი და ქართველი ჟურნალისტები გააშუქებენ.
სიმპოზიუმის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან: ასოციაცია "ქართული ღვინო", "ქვევრის ფონდი", საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაცია, "ჯორჯიან ივენტსი", საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, მსოფლიო ბანკი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ალავერდის მონასტერი, სხვა პარტნიორები და მხარდამჭერები.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI), ოთხწლიანი პროექტის ფარგლებში, ორმოცმილიონიანი ბიუჯეტით გეგმავს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის ღვინისა და ღვინის ტურიზმის განვითარებას, ღირებულებათა ჯაჭვის მდგრადობისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას.
საქართველოს მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის პოტენციალის გათვალისწინებით, EPI მხარს უჭერს საქართველოს, როგორც "ღვინის ქვეყნის" წარმოჩენას და დამკვიდრებას მსოფლიო ბაზარზე. ამავდროულად, პროექტი გეგმავს ღვინის ტურიზმის სექტორისა და ასოციაციების დახმარებას მაღალი ხარისხის სტანდარტის ჩამოყალიბებისა და მარკეტინგის მამართულებით.

© interpressnews.ge

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული