Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2010 წლის ბორდოს ღვინოების რეიტინგი

ღვინის პრესტიჟულ ჟურნალ Decanter –ში 2010 წლის ბორდოების რეიტინგი და დეგუსტაციის შენიშვნები გამოქვეყნდა. ღვინის ექსპერტები: სტივენ სპურიე - მედოკისა და გრავის, ჯეიმს ლოუტერი – მარჯვენა სანაპიროს, მიშელ ბეტანი კი – სოტერნისა და ბარსაკის ღვინოებით მიმოხილვით შემოიფარგლნენ.

ყველა ექსპერტმა ერთხმად აღნიშნა, რომ 2010 წლის მოსავალი ბორდოში, უბრალოდ, შესანიშნავი იყო, მაგრამ  დრო გვიჩვენებს, აჯობებს თუ არა ის ხარისხით 2009 წლის მოსავალს. წინასწარი შეფასებით, 2010 წლის მოსავლის უკვე ოთხმა ღვინომ დაიმსახურა უმაღლესი, ოცქულიანი შეფასება, 2009 წელს კი ასეთი მხოლოდ ერთი ღვინო აღმოჩნდა.

წელს კრიტიკოსებმა უმაღლესი შეფასება მიანიჭეს ბორდოს შემდეგ ღვინოებს: Chateau Margaux, Chateau Latour, Chateau Lafite, Chateau Cheval Blanc.

მათ ოდნავ ჩამორჩა ხუთი ღვინო, რომლებიც 19,5 ქულით შეფასდა: Chateau Ausone, Chateau Palmer, Chateau Mouton-Rothschild, Chateau Leoville-Las-Cases, Chateau Haut Brion.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული