Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2011 წლის 100 საუკეთესო ღვინო Wine Spectator-ის მიხედვით

1998 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, ამერიკული ჟურნალი Wine Spectatorბრმა დეგუსტაციის შედეგად გამოვლენილი ასი საუკეთესო ღვინის სიას აქვეყნებს. 2011 წელს საკონკურსოდ 16 000-ზე მეტი სახეობის ღვინის დეგუსტაცია მოხდა, აქედან 5 400-ზე მეტმა ღვინომ დაიმსახურა 100-დან 90-ქულიანი შეფასება. ღვინოთა შორის საუკეთესოების შეფასების კრიტერიუმები შემდეგნაირად განისაზღვრა: სასმლის ხარისხის, ფასისა და  ხელმისაწვდომობის მიხედვით. ღვინოთა საბოლოო შეფასება ჟურნალის რედაქტორების აზრს გამოხატავს. წლევანდელ სიაში 12 ქვეყნის ღვინოებმა დაიმსახურა მაღალი, საშუალოდ 93 ქულა. ფასები კი შარშანდელთან შედარებით საშუალოდ 48 დოლარიდან 44 დოლარამდე შემცირდა, თუმცა 90-ქულიანი ღვინოების ფასები 70 დოლარსაც აღწევს. Wine Spectator-ის მესვეურები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შედგენილი სია ღვინის მოყვარულებს საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება, მწარმოებლებს კი შედეგების გასაუმჯობესებლად კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს. გაზეთი “მარანი” 2006 წლიდან მოყოლებული ბეჭდავს გამარჯვებული ღვინოების ჩამონათვალს და ღვინის დახასიათებებს, დღესაც, ჩვენი გაზეთი ჟურნალ Wine Spectator-ის 2011 წლის ამერიკის შეერთებული შტატების ღვინის ბაზრის საუკეთესო ასეულის პირველი ათეულის რეიტინგს გთავაზობთ:

 

1. პირველი ადგილი და ,,წლის ღვინის” წოდება დაიმსახურა ღვინომ Kosta Browne Pinot Noir Sonoma Coast 2009– 95 ქულა. საცალო ფასი 52 დოლარი. წარმოებულია 69 816 ბოთლი, კალიფორნია, აშშ.

ამ პინო ნუარის შექმნის ისტორია ორ კალიფორნიელ ოფიციანტს უკავშირდება, რომლებმაც ათი წლის წინ ძალები გააერთიანეს და ღვინის ინდუსტრიაში სცადეს ბედი. დან კოსტასა და მაიკლ ბრაუნს არ ჰქონდათ სპეციალური განათლება და სასურველი შედეგის მიღწევამდე ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდათ. მათ მიერ წარმოებული პირველი პინოები ნამდვილად არ ბრწყინავდა, მაგრამ 2002 წლიდან  მოყოლებული, წარმატებას წარმატებაზე აღწევდნენ - მათმა ღვინოებმა 90 და მეტქულიანი შეფასება დაიმსახურა. ეს გასაოცარი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ისინი ერთ ძირ ვაზსაც კი არ ფლობდნენ და ღვინოსაც ნაქირავებ საწყობში ასხამდნენ. 2009 წელს კალიფორნიაში პინოს იდეალური მოსავალი მოვიდა, რომლის შედეგიც გახლავთ 11 შესანიშნავი პინო ნუარი და მათ შორის საუკეთესო - წლის ღვინოდ აღიარებული Kosta Browne Pinot Noir Sonoma Coast 2009.

 

2. HallCabernet Sauvignon Napa ValleyKathryn Hall 2008 – 96 ქულა. საცალო ფასი 90$. წარმოებულია 2 450 კეისი, კალიფორნია, აშშ.

ნაპას ველზე, ასობით აკრზე გაშენებული Craig and Kathryn Hall-ის ექვსი ვენახი ნამდვილი იმპერიაა, სადაც შესანიშნავი ღვინო იწარმოება. კომპანიის მეღვინე სტივ ლევეკმა მერლოს დამატებით შეძლო ღვინისთვის დასრულებული ტექსტურის მიცემა და მისი არომატის გაუმჯობესება. 2008 წლის ეს კაბერნე გამოირჩევა სხეულიანობით, სურნელითა და შესანიშნავი დაბოლოებით.

 

3. Domaine Huët Vouvray Moelleux Clos du Bourg Première Trie 2009– 96 ქულა. საცალო ფასი 69$. წარმოებულია 760 კეისი, ლუარის დაბლობი, საფრანგეთი.

დაახლოებით 15 აკრზე გადაჭიმული Clos du Bourg-ის ვენახი, თიხნარი და კირქვიანი ნიადაგის წყალობით, ლუარის დაბლობის ერთ-ერთ გამორჩეულ ღვინოს იძლევა. 2009 წლის შესანიშნავი მოსავლის (რომელიც, სხვათა შორის, ხელით იკრიფება) შედეგია ხილისა და სანელებლების ნოტებით მდიდარი ეს ღვინოც, რომელიც მოტკბო გემოთი და მსუბუქი მჟავიანობით გამოირჩევა.

 

4. Campogiovanni Brunello di Montalcino2006 – 96 ქულა. საცალო ფასი 50$. წარმოებულია 7 000 კეისი. ტოსკანა, იტალია.

მონტალჩინოში მდებარე, 50 აკრზე გაშენებული მეურნეობა Campogiovanni 1980 წელს კიანტის მწარმოებელმა Agricola San Felice-მ შეიძინა. აქედან დაახლოებით 30 აკრზე გაშენებული ვაზის უძველესი ძირები ჯერ კიდევ 1960-იან წლებშია ჩაყრილი და ბრუნელოს წარმოებისთვის გამოიყენება. 2006 წლის შესანიშნავი მოსავლის ეს გამორჩეული ღვინო სამი წლის განმავლობაში მუხის კასრებში, ერთი წელი კი - ბოთლებში ვარგდებოდა.

 

5. Dehlinger Pinot Noir Russian River Valley 2008– 95 ქულა. საცალო ფასი 50$. წარმოებულია 1 050კეისი. კალიფორნია, აშშ.

ტომ დელაინერი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ირწმუნა, რომ Russian River Valley-ზე პინო ნუარის გაშენება ღირდა,  დღეს კი უკვე მისი ვენახი 45 აკრზეა გადაჭიმული. წარმოებისას აქცენტი თავიდანვე ხელით დაწურულ და კასრებში დავარგებულ, მცირე რაოდენობის ღვინოზე კეთდებოდა, რომელსაც შენარჩუნებული უნდა ჰქონოდა ყურძნის მდიდარი, ინტენსიური სურნელი.

 

6. Baer Ursa Columbia Valley 2008 – 95 ქულა. საცალო ფასი 35$. წარმოებულია 1 095 კეისი. ვაშინგტონი, აშშ.

Baer Winery მეღვინე ლენს ბაერმა 2000 წელს დააფუძნა ვუდინვილში და წარმოებისთვის თავდაპირველად ColumbiaValley-ის ვენახების ყურძენს იყენებდა. 2007 წელს, მისი გარდაცვალების შემდგომ, კომპანიის მმართველობა ბაერის მამამ და დამ - ლიზამ ითავეს და კონსულტანტად მეღვინე ერიკა ორი მიიწვიეს. მერლოსა და კაბერნეს კუპაჟის შედეგად მიღებული ეს ღვინო სიმსუბუქითა და მდიდარი არომატით გამოირჩევა.

 

7. Quinta do Vallado Touriga Nacional Douro  2008 - 95 ქულა. საცალო ფასი$55.  წარმოებულია 2 188  კეისი. დუროს ველი, პორტუგალია.

ვალადოს გუნდში გაერთიანებულნი არიან ბიძაშვილები ჟოაო რიბეირო, ფრანცისკო ფერეირა და მეღვინე-კონსულტანტი ფრანცისკო ოლაზაბალი, რომელიც პარალელურად საკუთარი ოჯახის კუთვნილ საწარმოშიც მოღვაწეობს. ღვინო კარგად დამწიფებული ყურძნისგან არის დაწურული, კონცენტრირებულია და მუქი ფერით გამოირჩევა.

 

8. Domenico Clerico Barolo Ciabot Mentin Ginestra 2006 - 96 ქულა. საცალო ფასი $90. წარმოებულია 1 500 კეისი. პიემონტი, იტალია.

აღნიშნული ბაროლო 13,5 აკრზე გადაჭიმული ვენახის ყურძნისგან მიღებული ღვინოა. ვენახის მფლობელია დომენიკო კლერიკო, რომელმაც ღვინის ბიზნესი მამისგან გადაიბარა და საკუთარი ღვინო პირველად 1982 წელს ჩამოასხა. იქიდან მოყოლებული, Ciabot Mentin Ginestra  ბაროლოს აპელასიონის შესანიშნავ ნიმუშად ითვლება.

 

9. Alain Graillot Crozes-Hermitage La Guiraude 2009 - 94ქულა. საცალო ფასი $55.   წარმოებულია 650 კეისი. ჩრდილოეთ რონა, საფრანგეთი.

2009 წლის თბილმა და მშრალმა ამინდმა ყურძნის ნაადრევი დამწიფება და ცოცხალი მჟავიანობა განაპირობა. მეორე თაობის მეღვინემ - მაქსიმ გრელომ ღვინის 80% ერთი წლის განმავლობაში მუხის კასრებში, 20% კი როფებში დააძველა.

 

10. Château de St.-Cosme Gigondas Valbelle 2009 - 94ქულა.საცალო ფასი $58.  წარმოებულია 1 175 კეისი. სამხრეთ რონა, საფრანგეთი.

2009 წელს მესაკუთრე ლუი ბარუოლმა, რომელიც 80-წლიანი ხუთი ვენახის მფლობელია, გრენაშის ჯიშის ყურძენს 10% სირას ჯიშის ყურძენი დაუმატა. 2009 წლის მოსავალი, გაზაფხულის ცუდი ამინდების გამო, თითქმის 50%-ით შემცირდა. ცხელმა და მშრალმა ზაფხულმა ხელი შეუწყო გადარჩენილი მოსავლის სრულად დამწიფებასა და ტანინების კონცენტრაციას. შედეგად, მიღებული ღვინო ძლიერი სტრუქტურით გამოირჩევა და შესანიშნავია შესანახად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული