Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დასვენება ვენაში - რჩევები ღვინის ტურისტს

სოფიკო კვანტალიანი

ენო-გასტრონომიული ტურები ძალიან მიმზიდველია ტურისტებისთვის. ამიტომაცაა, რომ ყოველწლიურად იზრდება ღვინის ტურიზმში მონაწილე ქვეყნების სია, სადაც ახლახანსსაქართველოც გაჩნდა. თბილისში უკვე საკმაოდ ბევრი ტურისტია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ნაკლია მათი მომსახურების თვალსაზრისით. ამ ნაკლთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღვინის ტურიზმიცაა. დღეს თბილისში ქართული ღვინით დაინტერესებულ სტუმარს ერთფეროვნად -მხოლოდ რესტორნით უმასპინძლდებიან, რის გარდა დედაქალაში, ვინომანი ტურისტებისთვის, ღვინოსთან დაკავშირებული არანაირი სხვა აქტივობა, არც ღვინის კაფეები, ბარები და არც მცირე ზომის მარნები არ არსებობს.

დღევანდელ სტატიაში ავსტრიის დედაქალაქ ვენის შესახებ მოგითხრობთ, ქალაქზე, რომლისგანაც ნამდვილად შეიძლება მაგალითის აღება. ჩვენი  ქალაქის შემოგარენში ვენახის გაშენებადა მცირე მარნების დაფუძნება ხომ უფრო საინტერესოსდა მიმზიდველს გახდიდა ქალაქს, მითუმეტეს, რომ თბილისის განსაკუთრებულ ჰავას და ნიადაგს საინტერესო შედეგების მოცემა შეუძლია. თბილისის მეღვინე რეგიონად ქცევა მით უფრო საინტერესოა, რადგან აქ ხომ უხსოვარი დროიდან იყო ვენახები გაშენებული. ადრე შუასაუკუნეებში თბილისის ტერიტორიაზე ქვევრებსაც კი აწარმოებდნენ, რაც, რა თქმა უნდა, იმაზე მიუთითებს, რომ ამ ქვევრებში ძველი თბილისელები ღვინოსაც აყენებდნენ.

როგორც იტყვიან, ვენა და ღვინო განუყოფელია. იგი ერთადერთი  დედაქალაქია მსოფლიოში, რომელსაც საკუთარი ღვინის აპელასიონი აქვს. აქ ქალაქშივე აწარმოებენ მნიშვნელოვანი რაოდენობის ღვინოს.700 ჰექტარზე გაშენებული ვენახიც ხომ თავისებურ ხელწერას სძენს ქალაქის იერსახეს.

ვენის ღვინის გზა Neustift-იდან და Walde to Nussdorf-დან იწყება. მათ შორისაა Sievering, ვენისღვინის საწარმო Cobenzl და Grinzing-ლეგენდარული ადგილები. ის, ვინც შედარებით მოკლე მარშრუტს ირჩევს,შეუძლია მოგზაურობა სწორედ აქედან დაიწყოს.

გნებავთ ღვინის ტური ვენის ცენტრიდან, წმინდა სტეფანეს ეკლესიასთან მდებარე ხუთვარსკვლავიანი Palais Coburg-იდან დაიწყეთ. ცნობილია, რომ აქ ყველაზე დიდი ღვინის რუკაა მსოფლიოში: რესტორანში, გარდა საუცხოო კერძებისა და მომსახურებისა, 5500 ეტიკეტსა და 60 ათას უნიკალურ ბოთლის ღვინოს ნახავთ. ექსკურსიის ფარგლებში მარანსაც შეგიძლიათ ესტუმროთ, რომლის ნაწილიც XVI საუკუნეშიააშენებული.
ვენასთან ახლოს ერთი მნიშვნელოვანი აპელასიონი -ბურგენლენდი მდებარეობს, სადაც ცნობილ ღვინის საწარმოს -Kracher-ს ნახავთ. მნიშვნელობის მხრივ მეორეა — Willi Opitz-ი, რომელთაც ღვინის ტურისტებისთვის საუცხოო პროგრამა აქვთ. მესამე მნიშვნელოვანი ღვინის საწარმო — Heinrich-ია საუცხოო ღვინოებით.

ვენის ღვინის ტურის ოქროს მარშრუტი ავსტრიის ერთ-ერთი ღვინის რეგიონზე,კამპტალზე გადის. აქ ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობა მთაგრეხილზე გაშენებული ვენახი ჰაილიგენშტეინია, რომლის ზედაპირი უძველესი კრისტალური და ვულკანური წარმოშობის ქანებისგან შედგება, რაც იდეალური პირობაა საუკეთესორისლინგისთვის. ამიტომაც, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ აქაური რისლინგი. ამბობენ, რომ ამ ღვინოს „ძვლები“ ანუ თავისებური მყარი სტრუქტურა და ძალა აქვს. Heiligenstein-ის გარდა აქ კიდევ რამდენიმე ცნობილი ვენახია – Kaferberg, Gaisberg და Schenkenbichl – თითოეული თავისი განსაკუთრებული ტერუარითა და ღვინოებით. კამპტალის ღვინის საწარმოებს შორის ყურადღების ღირსია Allram-ი, სადაც შესანიშნავი ღვინო და იუგენდსტილის სასტუმრო დაგხვდებათ. აქ საუცხოო ნომრებია, ისინი ყურძნის ჯიშების მიხედვითაა მოწყობილი. ვენიდან კრემსისკენ გზაზე Stift Klosterneuburg-ს შეხვდებით – ერთ-ერთ უძველეს სამონასტრო ღვინის საწარმოს ევროპაში, რომელიც  XIIსაუკუნით თარიღდება. კრემშტალში შეგიძლიათ Malat-ს და Nigl-საც ეწვიოთ.კრემსთან ახლოს რომანტიკული გრაფენეგის კოშკი მდებარეობს, სადაც ხშირად იმართება მუსიკალური ფესტივალები, დეკემბერში კი საშობაო  კონცერტები. რა თქმა უნდა, კოშკში ვინოთეკაც არის! თუ ბაჰაუშიც მოხვდით, აუცილებლად შეხვდით ცნობილ ავსტრიელ მეღვინეს, რისლინგისა და გრუნერ ველტლინერის უდიდესი ტერუარების მფლობელ ფ. პიხლერს (F. X. Pichler-ს).  თუ თქვენს ღვინის მარშრუტში ამ მეღვინესთან შეხვედრა გაქვთ აღნიშნული, მაშინ უთუოდ შეძლებთ უფროსი ფიხლერის ან რომელიმე მისი ოჯახის წევრის კომპანიაშიც მოხვდეთ, რაც თქვენი ღვინის ტურის ერთ-ერთი სასიამოვნო ნოტა იქნება. ტურისტული მარშრუტის ერთ-ერთ შთამბეჭდავ პუნქტად შეიძლება უდიდესი გასტრონომიული უნივერმაგი -Julius Meinl am Graben-ი დასახელდეს, რომელიც ვენის სავაჭრო ზონის ცენტრში მდებარეობს. აქ საუკეთესო ღვინოებისა და დელიკატესების შეძენას შეძლებთ და კიდევ... როგორც ამბობენ, სწორედ „ჯულიუს მეინლის“ ღვინის ბარში შეხვდებით და დააგემოვნებთ იმ ღვინოს, რომელიც მოგზაურობისას ვერ ნახეთ, აგრეთვე იმასაც, რისი გასინჯვაც წლებია ოცნებად გექცათ. ამ საოცარი მაღაზიის ზევით კი რესტორანია, საიდანაც უმშვენიერესი ხედია ვენის ყველაზე ძველ უბანზე- გრაბენზე.     

როგორც იტყვიან, შონბურნის სასახლეზე თუ ვენის ბიჭუნათა გუნდზე არანაკლებ ცნობილი ვენური ჰოირგერია (Heuriger), რომელზეც უამრავი სიმღერა დაწერილა და მრავალი ფილმის დეკორაციად ქცეულა. მაგრამ ჰოირგერის უპირველესი დანიშნულება საყოველთაოდ ცნობილ და მყუდრო გარემოში განსაკუთრებულ მომსახურეობას გულისხმობს. ნამდვილი ვენური ჰოირგერი, სადაც განსაკუთრებული, ახალი (ახალგაზრდა) ვენური ღვინო შეგიძლიათ შეიძინოთ, ფიჭვის ტოტებითაა შემკული, შესასვლელში კი  აბრაა წარწერით „Ausg’steckt“, რომელიც გვამცნობს, რომ აქ იყიდება ბოლო მოსავლის ღვინო. ეს ერთგვარი სპეციფიკური ავსტრიული „ღვინის პატარა რესტორნების“ კულტურა ჯერ კიდევ ადრეულ შუასაუკუნეებში ჩამოყალიბდა. ბადენის ყოველ მცხოვრებს თურმე შეეძლო საკუთარი ღვინო საკუთარ სახლშივე ჩამოესხა. აი, სწორედ აქედან მოდის ეს მინი-რესტორნებისა თუ ტავერნების ტრადიცია, სადაც სტუმრობასაც, ერთი სიტყვით, არაფერი ჯობია. ვენური ჰოირგერები, ძირითადად ღვინის საწარმოებთანაა განთავსებული. ყველაზე ცნობილი ღვინის ზონები ავსტრიის დედაქალაქში  Oberlaa-ს, Hernals-ისა და Grinzig-ის უბნებშია განთავსებული. ტრადიციულ ტავერნებს დუნაის მეორე მხარეს Stammersdorf-სა და Strebersdorf-შიც ნახავთ. ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ ტავერნებს Mauer-ის, Neustift-ის, Heiligenstadt-ის, Sievering-ს, Grinzing-ისა და Nussdorf-ის რაიონებში. უნდა იცოდეთ, რომ ჰოირგერი არა მხოლოდ პატარა ატიპურ რესტორანს ჰქვია, არამედ იმ წლის მოსავლის ანუ სულ ახალ ღვინოსაც ასე უწოდებენ, რომელიც ტრადიციულად 11 ნოემბრამდე (წმ. მარტინის დღემდე) იწოდება ასეთად. „ჰოირგერები“ ღვინის ძველ უბნებშიც გელოდებათ: ნოიშტიფტში, ნუსდორფში, ზივერინგესა და გრინცინგში.

ვენაში ღვინის ძველ ტრადიციაზე  არა მხოლოდ მრავალრიცხოვანი ღვინის რესტორან-ჰოირგერები მეტყველებს, არამედ ლამაზი ძველი ღვინის სარდაფებიც. ამიტომაც, ვენის ერთ-ერთ საინტერესო ღვინის ტურისტულ პუნქტად ვენის უძველესი მარანი ვილონი ითვლება, რომლის ისტორია 500 წელზე მეტს ითვლის. პირდაპირ ვენის ცენტრშია მისი 4 სართული, რომლის სიღრმე 16 მეტრს აღწევს. სარდაფში, მისტიკური განწყობის შესაქმნელად,სანთლის შუქზე ხდება დეგუსტაცია. ასევე საინტერესო პუნქტია ფრანგული ღვინის სარდაფი კორბურგის სასახლეში. რესტორანი არტნერი ფრანცისკანერპლაცის მოედანზე. არტნერის ღვინის სარდაფის ნაწილი ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში აშენდა. ღვინის სარდაფში, რომელიც მნახველთათვისაა გახსნილი, ისტორიული გარემო ბუნებრივად ერწყმის თანამედროვე დიზაინს. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია შლუმბერგერი - ავსტრიაში ყველაზე ძველი სარდაფი ცქრიალა ღვნოებისთვის.  შლუმბერგერის 300-წლიან სარდაფში 2 მილიონზე მეტი ბოთლი ინახება. სარდაფის მრავალკილომეტრიან ლაბირინთებში დამთვალიერებელი შამპანურის წარმოების ტრადიციულ მეთოდებს ეცნობა. შონბურნის სასახლის პარკში ისევ ხარობს ყურძენი. 1744წლამდე აქ  ვენახი იყო სახელწოდებით „Liesenpfennig". ახლა იქ, 1000 მ²ფართობზე ცნობილმა ვენელმა მეღვინეთა გაერთიანება „WienWein"-ის წევრებმა ძველი „ვენური გემიშტერ ზაცის“ ტრადიციის მიხედვით ჩაყარეს ვაზი, რაც ნიშნავს, რომ აქ სხვადასხვა  ჯიშია შერეული. ნაყოფსაც ერთად იღებენ და გადაამუშავებაც ერთად ხდება. პირველ მოსავალს 2012 წლის შემოდგომაზე აიღებენ.

ასე რომ, თუ ვენაში დასვენება გადაწყვიტეთ, მთავარია ორი სიტყვა ისწავლოთ Grüss Gott (ასე ესალმებიან ავსტრიელები ერთმანეთს) და  Zum Wohl (ასე ამბობენ ღვინის ჭიქის აწევისას).

ღვინის ტურიზმი ხომ საუკეთესო საშუალებაა ქვეყნის გასაცნობადაც. ის, როგორც ახალი და გამორჩეული ტურისტული სექტორი ევროპაში განსაკუთრებით პოპულარული 2005 წლიდან გახდა. მის ცენტრად მართალია ბორდო ითვლება, თუმცა საფრანგეთის გარდა, პოპულარულია იტალია, ესპანეთი (რიოხა), პორტუგალია, ვენა და სხვ. არავინ იცის ამ ქვეყნების და ქალაქების რიცხვში როდის შევა საქართველო, მაგრამ ერთი რამ ნათელია, ქვეყანა და რეგიონი, რომელიც ღვინის აკვნის სტატუსს იჩემებს, ნამდვილად იმსახურებს ენო-გასტრონომიულად დატვირთულ დედაქალაქს და ამისთვის ყველამ უნდა ვიზრუნოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.