Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცნობილი დიზაინერი ღვინის მარანზე იმუშავებს

ცნობილი ფრანგი დიზაინერი ფილიპ სტარკი ბორდოს აპელასიონში, პესაკ-ლეონიანში განლაგებული კომპანია Chateau Carmes Haut-Brion–ის მისაღები დარბაზის, სარდაფისა და მარნის დიზაინს შექმნის.

მართალია, ფილიპ სტარკი თითქმის ყველაფრის დიზაინს ქმნის – ნათურით დაწყებული და მოტოციკლით დამთავრებული, მაგრამ აქამდე მარნის დიზაინზე არასოდეს უმუშავია. დიზაინერმა სახელი ძირითადად სასტუმროების - პარიზული MamaShelter-ისა და ნიუ-იორკული Royalton-ის დიზაინზე მუშაობით გაითქვა. ასევე ძალიან ცნობილია მის მიერ შექმნილი გამჭვირვალე სკამები, რომლების ბაზარზე  Kartell-ის მარკით იყიდება.

მარანი Chateau Carmes Haut-Brion კომპანია Groupe Pichet-მა 2010 წელს შეიძინა, გასულ წელს კი მისი გაფართოება გადაწყვიტა. ამისათვის საჭირო გახდა ახალი მარნის აშენება, რომლის პროექტსაც სტარკი შეიმუშავებს.

აღნიშნულ პროექტზე დიზაინერთან ერთად ვენახების ცნობილი “არქიტექტორი” ლუკ-არსენ ჰენრიც იმუშავებს – თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვთ. “სტარკი შექმნის კონცეფციას და ახალი შენობების პროექტის განხორციელებასაც თავადვე უხელმძღვანელებს,” –განუცხადაჟურნალისტებსChateau Carmes Haut-Brion–ის დირექტორმა გიიომ პუტიემ. “ჩვენ შევარჩიეთ ცნობილი დიზაინერი, რათა დარწმუნებლი ვიყოთ, რომ შევქმნით რაღაც ახალს, ორიგინალურსა და ინოვაციურს, თუმცა, ამავდროულად, ამ შენობამ ფუნქცია არ უნდა დაკარგოს,” – განმარტა ტოპმენეჯერმა.

Chateau Carmes Haut-Brion–ში დიდი ცვლილებები მოხდება – მთავარი შესასვლელი უკვე გადაიტანეს, რათა ახალი მარანი და მისაღები დარბაზი უკეთ გამოჩნდეს. ბატონი პუტიეს თქმით, შატოს მფლობელებს სურთ, რომ იქაურობა თვალწარმტაცი იყოს, ოღონდ, ცხადია, ყველაფერი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს და ეხამებოდეს გარემოს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული