Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის წარდგენა ჩინეთში

ივლისის ბოლოს  ჩინეთის სამხრეთში მდებარე პროვინცია გუანდუნის 4 ქალაქში: გუანჯოუ (Guangzhou), ჯუნშანი (Zhongshan), შენჯენი (Shenzhen) და ფოშანი (Foshan) ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია გაიმართა, სახელწოდებით "ქართული ღვინის გუანდუნის ტური".

ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media”-ს ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი, აზიის ღვინის ბაზარის ავტორიტეტული ექსპერტი, დებრა მეიბურგი უძღვებოდა.

ჩინეთის ამ რეგიონში პირველად მოეწყო ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა. დეგუსტაციებზე ღვინის პროფესიონალებსა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს 40-მდე დასახელების ქართული პრემიალური ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ. ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გეგმავს.

დეგუსტაციებს სახელწოდებით „ქართული ღვინის გუანდუნის ტური“, ღვინის პროფესიონალებთან ერთად, ადგილობრივი დისტრიბუტორები და იმპორტიორებიც დაესწრნენ. ქართულმა ღვინოებმა სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. დებრა მეიბურგმა აღნიშნა, რომ საქართველო ჩინელ მომხმარებელს ქართული ღვინის მრავალფეროვნებას სთავაზობს და შესაძლებლობას აძლევს ამ ნაირსახეობებიდან მისთვის სასურველი ღვინო შეარჩიოს.

ჩინეთი ქართული ღვინის სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 3,84 მლნ ბოთლი, რაც 104%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული