Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იაპონელი მეღვინეები საქართველოში

საქართველოს იაპონელი მეღვინეები ესტუმრნენ, რომლებიც ქართულ ღვინოსა და ღვინის კულტურას კახეთსა და ქართლში გაეცნენ. ჯგუფის შემადგენლობაში იყო იაპონიის მთავარი გამოცემა Mainichi Shimbun-ის ჟურნალისტი ნიშიკავა მეგუმი, რომელიც ქართული ღვინის კულტურის შესახებ სტატიას ამზადებს.

საქართველოში სტუმრობის პერიოდში იაპონელი მეღვინეები ეწვივნენ მარნებს: „ალავერდის მონასტერი“, „ორგო/თელედა“, „ბაბანეურის მარანი“, „შუხმანის ღვინოები“, „შატო მუხრანი“, „თელავის ღვინის მარანი“ და „მეღვინეობა შუმი“, სადაც  ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული  ღვინოები. მექვევრე ზაზა კბილაშვილთან კი ქვევრის დამზადების ტექნოლოგიასა და პროცესს გაეცნენ.

სტუმრებმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმი და ჯიღაურაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი მოინახულეს.

იაპონელ მეღვინეებს ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის ადგილზე ნახვა აინტერესებდათ. მათ ქართველი მეღვინეები იაპონიაში მიიწვიეს, სადაც ასევე რამდენიმე იაპონელი მეღვინე ღვინოს საქართველოდან გაგზავნილ ქვევრში აყენებს.

სტუმრები დაინტერესდნენ იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიშის, „კოშუს“ ქართულ წარმომავლობასთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევებით. კერძოდ, ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ ფარგლებში, საფრანგეთის მონპელიეს სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის (INRA Montpellier) ლაბორატორიაში გაგზავნილია „კოშუს“ რქა დნმ-ის ანალიზისთვის, რათა მოხდეს მისი წარმომავლობის მეცნიერული შესწავლა და დადასტურება.

საქართველოში იაპონელი მეღვინეებისა და ჟურნალისტის ტური ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ჩართულობით განხორციელდა.

იაპონია, ბოლო წლებში ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთ პერსპექტიულ ბაზრად გამოიკვეთა, სადაც ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს რამდენიმე წელია ახორციელებს. შედეგად, გაიზარდა  ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც - 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებულია 167 ათასამდე ბოთლი ღვინო (ზრდა 124%).

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი            

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული